პოიკილოთერმული ცხოველები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცივსისხლიანი ცხოველები)

პოიკილოთერმული ცხოველები (ბერძ. ποικίλος — „განსხვავებული“, „ცვალებადი“ და θερμός — „სითბო“), ცივსისხლიანი ცხოველები — სხეულის ცვალებადი ტემპერატურის მქონე ცხოველები. მათი სხეულის ტემპერატურა 1–2 °C-ით აღემატება გარემოს ტემპერატურას ან მისი ტოლია. პოიკილოთერმული ცხოველებს განეკუთვნება ყველა უხერხემლო ცხოველი, ხოლო ხერხემლიანებიდანთევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები. მრავალი პოიკილოთერმული ცხოველის ტემპერატურა იცვლება მზის სითბოს შთანთქმით ან კუნთების მუშაობით. მაგ., კელას სხეული ფრენისას, როდესაც ჰაერის ტემპერატურა 4–8 °C-ია, 40 °C-მდე და მეტად ხურდება, მაგრამ ფრენის შეწყვეტისთანავე ტემპერატურაც სწრაფად ეცემა. როდესაც პოიკილოთერმული ცხოველების ტემპერატურა სცილდება ოპტიმალურ საზღვრებს, ისინი ირინდებიან ან კვდებიან.

პოიკილოთერმული ცხოველების არასრულყოფილი თერმორეგულაცია აიხსნება ორგანიზაციის პრიმიტიული დონით, უპირველეს ყოვლისა, ნერვული სისტემის სუსტი განვითარებით ფრინველებთან და ძუძუმწოვრებთან შედარებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]