ცივმეტეხობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცივმეტეხობა — ლითონის მიდრეკილება სიმყიფის წარმოქმნისადმი ან მნიშვნელოვნად გაზრდისადმი ტემპერატურის შემცირებისას. ცივმეტეხობა ახასიათებს მცირედ ლეგირებულ ფოლადებს, ტანტალს, ვოლფრამს, ქრომს, მოლიბდენსა და სხვა ლითონებს, რომელთაც აქვთ მოცულობადაცენტრებული კუბური გისოსი, და მათ ფუძეზე დამზადებულ შენადნობებს. ცივმეტეხობას ხელს უწყობს მინარევები, რაც ტემპერატურის შემცირებისას კრისტალური გისოსის კუმშვასთან შეხამებით შიგა ძაბვების ზრდას იწვევს. ცივმეტეხობის შესამცირებლად ლითონს წმენდენ მავნე მინარევებისგან (თერმული დამუშავებით ან ლეგირებით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]