ციგაის ცხვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციგაის ცხვარი
წარმოშობის ქვეყანა უნგრეთის დროშა უნგრეთი
გამოყენება სახორცე-სამატყლე-მერძეული
თვისებები
მატყლის ფერი თეთრი
რქები საშუალო, სპირალისებური
ცხვარი (Ovis aries)

ციგაის ცხვარი — ნახევრად წმინდამატყლიანი ცხვრის ჯიში სახორცე-სამატყლე-მერძეული მიმართულებისა. უძველესი ჯიშია, წარმოშობა ზუსტად დადგენილი არ არის. გარეგნობითა და მატყლის ხარისხით მერინოსს უახლოვდება. მისი მატყლი დრეკადია, მაგარი და მცირედ თელვადი. კარგი ნედლეულია ტექნიკური მაუდისა და ტრიკოტაჟის ნაწარმისათვის. ტყაპუჭს იყენებენ ბეწვეულის დასამზადებლად. ციგაის ცხვარი ადრეულია, საძოვარზე კარგად იკვებება და სუქდება. ნერბი გამოირჩევა მაღალი ნაყოფიერებითა და რძიანობით. ციგაის ცხვარს კარგი აკლიმატიზაციის უნარი გააჩნია. ჯიში მოშენებულია ბულგარეთში, უნგრეთში, ყოფილ იუგოსლავიის ქვეყნებში, რუმინეთში, სამხრ. უკრაინაში, მოლდოვასა და რუსეთში, კერძოდ სარატოვის, ორენბურგის, სამარის და აქტობეს ოლქებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]