ციალა მაისურაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ციალა მაისურაძე
დაბადების თარიღი 23 აგვისტო, 1932 (1932-08-23) (91 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ციალა მაისურაძე (დ. 23 აგვისტო, 1932, თბილისი) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი და პედაგოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით.

სტუდენტობის დროს მონაწილეობდა კონფერენციებში, რომელთა თეზისები დაბეჭდილია. 1957 წლიდან მუშაობდა თბილისის 51-ე საჯარო სკოლა საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად; 1960 წელს „პედაგოგიური კითხვის“ მე-14 კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება, რომელიც იმავე წელს დაიბეჭდა; 1961-1964 წლებში ასპირანტურის კურსი გაიარა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი[[ს გეომორფოლოგიის კათედრაზე აკად. ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით. იმავე წელს სამუშაოდ გადადის იმავე კათედრაზე ჯერ უფროს ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად; 1969-1972 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის II ჰიდროგეოლოგიურ სამმართველოში ინჟინერ-გეომორფოლოგად, ჯგუფის ხელმძღვანელად, შემდეგ მთავარ სპეციალისტად. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — დაიცვა 1972 წელს „მდ. ლიახვის აუზის გეომორფოლოგია“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი, თბ., 2003, გვ. 178

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]