ციალა გაბაშვილი
ციალა გაბაშვილი (დ. 6 ნოემბერი, 1908, პეტერბურგი — გ. 18 იანვარი, 1994) — ქართველი არქიტექტორი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1930 წელს დაათავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1928–1932 წლებში მუშაობდა მშენებლობებზე, 1932–1941 წლებში „საქკომუნპროექტში“, 1936–1940 წლებში მონაწილეობდა ბოლნისის, დმანისის, გუდარეხისა და სხვდასხვა არქეოლოგიურ ექსპედიციებში, 1941–1948 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალის დირექტორი. აზომილი და შესწავლილი აქვს ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი(ბოლნისის სიონი, დმანისის, გუდარეხის, სამშვილდის კომპლექსები, ასპინძის რაიონის ძეგლები, ვარძიის კომპლექსი და სხვ.). ხელოვნებათმცოდნე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- 1969 – საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I თბ., 1997 გვ.519