ცეტინიე
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ცეტინიე მონტენ. Цетиње, Cetinje | |||||
კულტურის სამინისტრო | |||||
| |||||
ქვეყანა | მონტენეგრო | ||||
დაქვემდებარება | ქალაქი | ||||
კოორდინატები | 42°23′36″ ჩ. გ. 18°55′19″ ა. გ. / 42.39333° ჩ. გ. 18.92194° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | ალექსანდრ ბოგდანოვიჩი | ||||
ფართობი | 910 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 703 მ | ||||
მოსახლეობა | 15,137 კაცი (2003) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +382 41 | ||||
საფოსტო ინდექსი | 81250 | ||||
საავტომობილო კოდი | CT | ||||
ოფიციალური საიტი | cetinje.me | ||||
ცეტინიე (მონტენ. Цетиње, Cetinje) — მონტენეგროს ისტორიული და კულტურული ცენტრი. მონტენეგროს კონსტიტუციის თანახმად ცეტინიე ქვეყნის დედაქალაქია პოდგორიცასთან ერთად. მასში განთავსებულია რესპუბლიკის პრეზიდენტის და მონტენეგროს კულტურის სამინისტროს ოფიციალური რეზიდენცია.
ქალაქში განთავსებულია მონტენეგროს ეროვნული მუზეუმი, თეატრი და მონტენეგროს უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტი. XVIII-XX საუკუნეების დასაწყისის თეთრი ქვის ნაგებობები, სამთავრო და სამეფო სასახლეები.
როგორც დასახლება ცნობილია 1440-იანი წლებიდან. ცეტინიეს მონასტერი, რომელიც დააარსა ივან ჩერნოევიჩმა 1484 წელს, გახდა მონტენეგროს მიტროპოლიტის მმართველების რეზიდენცია და შემდეგ მონტენეგრო-ლიტოვიის მიტროპოლიის საყდარი, თურქი დამპყრობლების წინააღმდეგ მონტენეგროს წინააღმდეგობის ერთ-ერთი ცენტრი. 1878-1918 წლებში დამოუკიდებელი მონტენეგროს დედაქალაქია. 1929 წლიდან 1941 წლამდე იუგოსლავიის სამეფოს ზეტა-ბანოვინას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2003 წლის აღწერის მონაცემებით, ცეტინიეს მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 18 482 ადამიანი, აქედან ქალაქ ცეტინიეში — 15 137.
მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა:
1981 წლის მარტი — 14 088
1991 წლის მარტი — 15 946
2003 წლის ნოემბერი — 18 482
ბოლო აღწერით, მოსახლეობის 90%–ზე მეტი მონტენეგროელია, ხოლო დაახლოებით 5 % — სერბი.
რელიგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცეტინიეში არის მონტენეგრო–ზღვისპირეთის მიტროპოლიტის რეზიდენზია. ასევე აქ ფუნქციონირებს სასულიერო აკადემია.
არაერთ მართლმადიდებლურ ტაძარს შორის ცეტინიეში მდებარეობს წმ. ანტონ პადუელის კათოლიკური ეკლესია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official site (მონტენეგრული) (ინგლისური)
- Official tourism site (მონტენეგრული) (ინგლისური)
- Cetinje - Moj grad დაარქივებული 2020-08-22 საიტზე Wayback Machine. (მონტენეგრული)
- Visit-Montenegro.com დაარქივებული 2015-04-18 საიტზე Wayback Machine.
- Photo-Montenegro.com დაარქივებული 2006-09-08 საიტზე Wayback Machine.
- Cetinje Attractions
- FK Lovćen Cetinje - The oldest Football Club in Montenegro დაარქივებული 2020-08-04 საიტზე Wayback Machine.
- http://www.gomontenegro.co.uk/#/cetinje/4570284095 დაარქივებული 2012-10-04 საიტზე Wayback Machine.
- Cetinje at funiq.eu
|
|