ცესტიუსის პირამიდა

ცესტიუსის პირამიდა (იტალ. Piramide Cestia) — ძველი რომაული პირამიდა რომში, იტალიაში, პორტა სან პაოლოსა კარიბჭესა და პროტესტანტული სასაფლაოს სიახლოვეს. იგი აშენდა ნუბიური პირამიდების სტილში, როგორც აკლდამა, რელიგიური კორპორაციის ეპულონების წევრისთვის.[1] იგი დგას ორი ძველი გზის გასაყარზე, ოსტიენსის ქუჩისა და მეორე გზის, რომელიც დასავლეთით მიემართებოდა ტიბრისკენ, თანამედროვე მარმორატის ქუჩის ხაზზე. ქალაქის გამაგრებულ სისტემაში ჩართვის გამო, დღეს ის რომის ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ძველი შენობაა.
ფიზიკური ატრიბუტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირამიდა აშენდა დაახლოებით ძვ.წ. 18-12 წლებში, კესტიუსისთვის, რომის ოთხი დიდი რელიგიური კორპორაციიდან ერთ-ერთის, Septemviri Epulonum-ის მაგისტრატისა და წევრისთვის. იგი აგებულია აგურით მოპირკეთებული ბეტონისგან, დაფარული თეთრი მარმარილოს ფილებით, რომელიც დგას ტრავერტინის საძირკველზე. პირამიდა ზომავს 100 რომაულ ფუტს (29.6 მ) კვადრატში ფუძეზე და არის 125 რომაული ფუტის (37 მ) სიმაღლის.[2]
შიგნით არის სამარხი კამერა, მარტივი ცილინდრული კამარის მქონე მართკუთხა სივრცე, რომელიც ზომით 5.95 მეტრი სიგრძის, 4.10 მ სიგანის და 4.80 მ სიმაღლისაა. როდესაც 1660 წელს გაიხსნა, კამერა მოხატული იყო ფრესკებით, რომლებიც პიეტრო სანტო ბარტოლიმ აღწერა. ამ ფრესკებიდან მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩა და სხვა არანაირი კვალი აღარ არის. აკლდამა დალუქული იყო მშენებლობისას, გარე შესასვლელის გარეშე, მაგრამ დროთა განმავლობაში გაძარცული იყო, სავარაუდოდ ანტიკურ პერიოდში. 2015 წლის სარესტავრაციო სამუშაოების დასრულებამდე, მნახველებისთვის შიდა სივრცეში შესვლა შეუძლებელი იყო,[2] სპეციალური ნებართვის გარეშე, რაც ტიპურად მხოლოდ მკვლევარებს ეძლეოდათ. 2015 წლის მაისის დასაწყისიდან, პირამიდა ღიაა საზოგადოებისთვის ყოველი თვის მეორე და მეოთხე შაბათს. მნახველებმა წინასწარ უნდა დაგეგმონ თავიანთი ვიზიტი.
წარწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიძღვნითი წარწერა გამოკვეთილია როგორც ჩრდილო-დასავლეთ, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადებზე,[3] რათა ხილული ყოფილიყო ორივე მხრიდან. ტექსტი ამბობს:
„G · CESTIVS · L · F · POB · EPVLO · PR · TR · PL[3] VII · VIR · EPVLONVM“ | |
წარწერის ქვემოთ, მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთ ფასადზე,ref name="Inscriptions" /> VII · VIR · EPVLONVM არის მეორე წარწერა, რომელიც აღწერს აკლდამის მშენებლობის გარემოებებს. ის ამბობს:
„OPVS · APSOLVTVM · EX · TESTAMENTO · DIEBVS · CCCXXX ARBITRATV PONTI · P · F · CLA · MELAE · HEREDIS · ET · POTHI · L“ |

აღმოსავლეთ ფასადზე სხვა წარწერა თანამედროვე წარმოშობისაა, გამოკვეთილი პაპ ალექსანდრე VII-ის ბრძანებით 1663 წელს. წარწერაში „INSTAVRATVM · AN · DOMINI · MDCLXIII“ აღნიშნულია 1660-62 წლებში აკლდამაში და მის გარშემო ჩატარებული გათხრები და სარესტავრაციო სამუშაოები.[2]

მშენებლობის დროს, კესტიუსის პირამიდა იდგა ღია მინდორში (აკლდამები აკრძალული იყო ქალაქის კედლებს შიგნით). რომი მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპერიის პერიოდში და ჩვ.წ. III საუკუნისთვის პირამიდა ალბათ შენობებით იყო გარშემორტყმული. თავდაპირველად ის იდგა დაბალკედლიან შემოღობილ ტერიტორიაზე, ქანდაკებებით, სვეტებით და სხვა აკლდამებით გარშემორტყმული.[5] ორი მარმარილოს საფუძველი აღმოაჩინეს პირამიდის გვერდით 1660-იან წლებში ჩატარებული გათხრებისას, ბრინჯაოს ქანდაკებების ფრაგმენტებთან ერთად, რომლებიც თავდაპირველად მათ ზემოთ იდგა. საფუძვლებზე იყო წარწერა, რომელიც ბარტოლიმ 1697 წლის გრავიურაზე ჩაიწერა:
M · VALERIVS · MESSALLA · CORVINVS · P · RVTILIVS · LVPVS · L · IVNIVS · SILANVS · L · PONTIVS · MELA · D · MARIVS · NIGER · HEREDES · C · CESTI · ET · L · CESTIVS · QVAE · EX · PARTE · AD · EVM · FRATRIS · HEREDITAS · M · AGRIPPAE · MVNERE · PER · VENIT · EX · EA · PECVNIA · QVAM · PRO · SVIS · PARTIBVS · RECEPER · EX · VENDITIONE · ATTALICOR · QVAE · EIS · PER · EDICTVM · AEDILIS · IN · SEPVLCRVM · C · CESTI · EX · TESTAMENTO · EIVS · INFERRE · NON · LICVIT ·
ეს წარწერა ასახელებს კესტიუსის მემკვიდრეებს: მარკუს ვალერიუს მესალა კორვინუსს, ცნობილი გენერალს; პუბლიუს რუტილიუს ლუპუსს, ორატორს, რომლის მამასაც (იმავე სახელით) ძვ.წ. 90 წელს კონსულის თანამდებობა ეკავა და ლუციუს იუნიუს სილანუსს, გამოჩენილი gens იუნიას წევრს. მემკვიდრეებმა დადგეს ქანდაკებები და საფუძვლები ძვირფასი ქსოვილების (attalici) გაყიდვიდან მიღებული თანხებით. კესტიუსს თავის ანდერძში მითითებული ჰქონდა, რომ ქსოვილები უნდა მოეთავსებინათ აკლდამაში, მაგრამ ეს პრაქტიკა აკრძალული იყო ედილების მიერ გამოცემული ახალი ედიქტით.[2]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
პირამიდა აშენდა გაიუს კესტიუს ეპულოსთვის, ლუციუსის ძისთვის, პობილიას ტომიდან. წარწერა მასზე აღნიშნავს, რომ კესტიუსი იყო პრეტორი, პლებეის ტრიბუნი და ეპულონების სეპტემვირი. აკლდამა დასრულდა 330 დღეში და იყო ორი პირამიდის ფორმის აკლდამიდან ერთ-ერთი რომის ქალაქში.[6] მისი მშენებლობა რეგულირდებოდა სუმპტუარული კანონებით, რომლებიც ზღუდავდა სიმდიდრის უკიდურეს გამოვლინებებს, როგორიცაა ნადიმები, ტანსაცმელი, დაკრძალვები და აკლდამები. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონები შეიძლება იყოს ძვ.წ. V საუკუნის შუა პერიოდიდან, ისინი გაცილებით უფრო მკაცრად იქნა მიღებული და აღსრულებული კესტიუსის სიკვდილის პერიოდში.[3]
პირამიდის მკვეთრად წაწვეტებული ფორმა ძლიერ მოგვაგონებს ნუბიის პირამიდებს, კერძოდ მეროეს სამეფოს, რომელსაც რომი დაესხა თავს ძვ.წ. 23 წელს. მსგავსება მიუთითებს, რომ კესტიუსი შესაძლოა მონაწილეობდა ამ კამპანიაში და შესაძლოა სურდა, რომ პირამიდა სამახსოვრო ძეგლადაც გამოეყენებინა. მისი პირამიდა არ იყო ერთადერთი რომში, უფრო დიდი - „რომულუსის პირამიდა“, მსგავსი ფორმით, მაგრამ უცნობი წარმოშობით, იდგა ვატიკანსა და ადრიანეს მავზოლეუმს შორის, მაგრამ XVI საუკუნეში დაშალა პაპ ალექსანდრე VI-მ და მარმარილო გამოიყენეს წმინდა პეტრეს ბაზილიკის საფეხურებისთვის.[2][7]

ზოგიერთი მწერალი აყენებს საკითხს, იყო თუ არა რომაული პირამიდები მოდელირებული ბევრად ნაკლებად წაწვეტებულ ეგვიპტურ პირამიდებზე, რომელთა მაგალითია გიზის ცნობილი პირამიდები. თუმცა, შედარებით ბრტყელი გიზას ტიპის პირამიდები არ იყო ექსკლუზიურად გამოყენებული ეგვიპტელების მიერ. უფრო ციცაბო, ნუბიური ტიპის პირამიდებს უპირატესობას ანიჭებდა ეგვიპტის პტოლემაიოსთა დინასტია, რომლის არსებობასაც ბოლო მოეღო რომაელთა მიერ ძვ.წ. 30 წელს. პირამიდა, ნებისმიერ შემთხვევაში, აშენდა იმ პერიოდში, როდესაც რომში პოპულარული იყო ყველაფერი ეგვიპტური. რომაული და ეგვიპტური სტილების შერწყმა კიდევ უფრო ხაზგასმულია იმ ფაქტით, რომ გარე მხარე აშკარად „ეგვიპტურია“, ხოლო შიგნით კლასიკური რომაული ფრესკული ნახატები და ცილინდრული კამარაა.[8] ცირკუს მაქსიმუსი ავგუსტუსმა ეგვიპტური ობელისკით შეამკო[9] და პირამიდები აშენდა რომის იმპერიის სხვა ადგილებშიც ამ დროის განმავლობაში.[10]
ავრელიანეს კედლების მშენებლობისას, 271-275 წლებში, პირამიდა გაერთიანდა კედლებში, რათა სამკუთხა ბასტიონი შექმნილიყო. ის იყო ქალაქის მრავალ სტრუქტურას შორის, რომელიც გამოიყენეს ახალი კედლების ნაწილად, სავარაუდოდ ხარჯების შემცირებისა და სტრუქტურის უფრო სწრაფად აშენების მიზნით. იგი კვლავ წარმოადგენს კედლების კარგად შენარჩუნებული მონაკვეთის ნაწილს, სან პაოლოს კარიბჭიდან მოკლე მანძილზე.[11]

პირამიდის წარმოშობა დავიწყებული იყო შუა საუკუნეების განმავლობაში. რომის მცხოვრებლებმა დაიჯერეს, რომ ეს იყო რემუსის აკლდამა (Meta Remi) და რომ მისი მეწყვილე ვატიკანთან იყო რომულუსის აკლდამა, ეს იყო რწმენა, რომელიც პეტრარკამ ჩაიწერა.[12][13] მისი ნამდვილი წარმომავლობა განმარტებული იქნა პაპ ალექსანდრე VII-ის მიერ 1660-იან წლებში ჩატარებული გათხრებით, რომლებმაც გაათავისუფლეს პირამიდაზე აღმოცენებული მცენარეულობა, აღმოაჩინეს წარწერები მის ფასადებზე, გაიყვანეს გვირაბი სამარხი კამერისკენ და იპოვეს ორი ბრინჯაოს ქანდაკების საფუძვლები, რომლებიც პირამიდასთან ერთად იდგა.[2]
პირამიდა აუცილებელი სანახაობა იყო მრავალი ადამიანისთვის, ვინც XVIII და XIX საუკუნეებში დიდი ტურის მონაწილე იყო. მას აღფრთოვანებით უყურებდნენ არქიტექტორები, ის გახდა ამ პერიოდში დასავლეთში აშენებული პირამიდების ძირითადი მოდელი.[14] პერსი ბიში შელიმ აღწერა იგი, როგორც „ერთი მტკიცე პირამიდა დიდებული კიდეებით“ Adonaïs-ში, მის 1821 წლის ელეგიაში ჯონ კიტსისადმი. თავის მხრივ, ინგლისელი რომანისტი და პოეტი თომას ჰარდი დაინტერესდა პირამიდით პროტესტანტულ სასაფლაოზე ვიზიტისას 1887 წელს და შთაგონებული დაწერა ლექსი, რომელშიც გაუჩნდა კითხვა: „ვინ იყო კესტიუსი? / რა შეხება აქვს მას ჩემთან?“[15]
2001 წელს, პირამიდის შესასვლელსა და შიდა სივრცეში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. 2011 წელს გამოცხადდა დამატებითი სამუშაოები პირამიდის სერიოზულად დაზიანებული მარმარილოს საფარის გასაწმენდად და აღსადგენად, რომლის საშუალებითაც წყლის გაჟონვამ საფრთხე შეუქმნა შიდა ფრესკებს. რესტავრაციის სპონსორია იაპონელი ბიზნესმენი იუზო იაგი, რომლის €1 მილიონიანი შემოწირულობის შედეგად გამოცხადდა ტენდერი სამუშაოების შესასრულებლად, რომელიც გასცა Soprintendenza Speciale per i Beni Archeologici di Roma-მ,[16] რომლის თანამდებობის პირებმაც შეადგინეს პროექტი და ზედამხედველობას უწევდნენ ამ ჩარევას იტალიის კულტურული მემკვიდრეობის სამინისტროსთან ერთად.[17] სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო 2013 წლის მარტში.[18]
პირამიდა არის სახელის ინსპირაცის წყარო რომის მეტროს სადგურისთვის პირამიდე.[19]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kramer, Norbert (2000). "Augustus, Cestius und die Pyramide", in: Dreher, Martin (ed.), Bürgersinn und staatliche Macht in Antike und Gegenwart. Konstanz: Universitätsverlag Konstanz, pp. 181–190.
- Krause, Clemens (1999). "Sepulcrum: C. Cestius", in: Steinby, Eva Margareta (ed.), Lexicon Topographicum Urbis Romae 4, Rome: Quasar, pp. 278–279.
- Neudecker, Richard (2005). "Die Pyramide des Cestius", in: Giuliani, Luca (ed.), Meisterwerke der antiken Kunst. München: C. H. Beck, pp. 94–113.
- Ridley, R. T. (1992). "The Praetor and the Pyramid – The Tomb of Gaius Cestius in History, Archaeology and Literature", in: Bollettino di Archeologia, vol. 13–15, pp. 1–29.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Sepulchrum Caii Cestii in Platner's Topographical Dictionary of Ancient Rome
- Description in the site of the "Soprintendenza Speciale per il Colosseo, il MNR e l'Area archeologica di Roma"
- Lucentini, M. (31 December 2012). The Rome Guide: Step by Step through History's Greatest City. Interlink. ISBN 9781623710088.
- Piramide Cestia https://www.turismoroma.it/it/luoghi/piramide-cestia
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The Pyramid of Cestius and Porta San Paolo.
- 1 2 3 4 5 6 7 Amanda, Claridge (1998). Rome: An Oxford Archaeological Guide, 1st, Oxford, UK: Oxford University Press, გვ. 59, 364–366. ISBN 0-19-288003-9.
- 1 2 Inscriptions & Sumptuary Laws. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-09-17. ციტირების თარიღი: 2025-04-29
- ↑ Di Meo, Chiara (2008). La piramide di Caio Cestio e il cimitero acattolico del Testaccio: trasformazione di un'immagine tra vedutismo e genius loci (it). Roma: Fratelli Palombi. ISBN 978-8-86060-136-0.
- ↑ Keppie, Lawrence J. F (1991). Understanding Roman Inscriptions. London, UK: Routledge, გვ. 104–105. ISBN 0-415-15143-0.
- ↑ Lacovara, Peter (2018). „Pyramids and Obelisks Beyond Egypt“. Aegyptiaca (2): 127. ციტირების თარიღი: 17 June 2019.
- ↑ There Once Was In Rome... - the Meta Romuli. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-01-11. ციტირების თარიღი: 2025-04-29
- ↑ "Egyptian" Exterior & "Roman" Interior. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-09-18. ციტირების თარიღი: 2025-04-29
- ↑ Curl, James Stevens (2005). The Egyptian Revival: Ancient Egypt as the Inspiration for Design Motifs in the West. London, UK: Routledge. ISBN 0-415-36118-4. p. 23.
- ↑ Curl 2005, p. 40.
- ↑ Aldrete, Gregory S. (2004). Daily Life In The Roman City: Rome, Pompeii, and Ostia. Westport, CT: Greenwood Press, გვ. 41–42. ISBN 0-313-33174-X.
- ↑ Gardiner, Eileen; Nichols, Francis Morgan (1986) The Marvels of Rome. Italica Press, Incorporated, გვ. 86. ISBN 0-934977-02-X.
- ↑ Hare, Augustus J.C. (2001). Walks in Rome. Adamant Media Corporation, გვ. 268. ISBN 1-4021-7139-0.
- ↑ (2003) Imhotep Today: Egyptianizing Architecture. Routledge/Cavendish, გვ. 27. ISBN 1-84472-006-3.
- ↑ Radford, Andrew (2008). „'Fallen Angels': Hardy's Shelleyan Critique in the Final Wessex Novels“, Romantic echoes in the Victorian era. Ashgate Publishing, Ltd., გვ. 107. ISBN 978-0-7546-5788-0.
- ↑ The Restoration of the Pyramid of Caius Cestius (20 December 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-06.
- ↑ „Restoration of Rome's Pyramid“. Wanted in Rome. 26 January 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 July 2011. ციტირების თარიღი: 28 May 2011.
- ↑ Larcan, Laura (13 March 2013). „Al via il restauro della Piramide Cestia, viaggio all'interno del monumento“. Il Messaggero (იტალიური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 November 2021. ციტირების თარიღი: 30 March 2013.
- ↑ Pruitt, Sarah. (4 February 2016) 2,000-Year-Old Roman Pyramid Gets a Makeover. History.com. A&E Television Networks, LLC.. ციტირების თარიღი: 6 August 2018