ცესარ-ბორის ღვთისმშობლის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცესარ–ბორის ღვთისმშობლის ხატი

ცესარ–ბორის ღვთისმშობლის ხატი – უძველესი დროიდან სასწაულმოქმედად ითვლებოდა. ამ ხატის გამოჩენის შესახებ ცნობები არ არსებობს, მაგრამ გადმოცემის მიხედვით ცნობილია, რომ ხატი იპოვეს ვიტებსკის გუბერნიაში, უსვიატში, სასაფლაოს მახლობლად იმ ადგილას, რომელსაც ბორი ერქვა და ამიტომ ეს ხატი ბორის ღვთისმშობლის სახელით არის ცნობილი. ცესარისა ეწოდება მას, რადგან წარმოადგენს ზუსტ და უძველეს ასლს ცესარის ხატისა, რომელიც 792 წელს სასწაულთმოქმედებით განდიდდა და რომლის ხსენება 22 აპრილს აღესრულება.

სასაფლაოს ეკლესიიდან ხატი უსვიატში გადააბრძანეს, სადაც დღემდე მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში იმყოფება.
ხატის მიერ აღსრულებული სასწაულებისა და ნიშების შესახებ მრავალი ზეპირი და წერილობითი მოწმობა არსებობს.
1859 წელს უსვიატსა და მის შემოგარენში გავრცელდა ძლიერი ქოლერა, რომლითაც ყოველდღიურად ბევრი ავადდებოდა და კვდებოდა. როდესაც კაცთა შემწეობის ყოველგვარი იმედი დაკარგეს, ადამიანებმა დახმარებისათვის ზეციურ დედოფალს მიმართეს და ღრმა სარწმუნოებით აღვსილმა უბედურებაში ჩავარდნილი ყოველი კუთხე ღვთისმშობლის ხატთან ერთად ლიტანიით შემოიარეს, მხურმალე და ერთსულოვან ლოცვას სწირავდნენ მას.ყველას გასახარად ქოლერა შენელდა.მეორე დღეს ლოტანია კვლავ აღესრულა. მასში მთელი მოსახლეობა მონაწილეობდა და ეპიდემიაც შეწყდა.
იმავე 1859 წელს უსვიატის მცხოვრებთა საერთო თხოვნით, წმინდა სინოდმა ცესარ–ბორის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაული 11 ივნისს დაადგინა. ცესარ–ბორის ხატი შემკულია ვერცხლის მოჭედილობითა და მოოქროვილი გვირგვინით, ამშვენებს ძვირფასი ქვები. მოოქროვილ პატარა დაფაზე არის წარწერა, რომელიც ღვთისმშობლის შემწეობისადმი უსვიატის მოსახლეობის საერთო მადლიერებას ადასტურებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]