ცერკოსპორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცერკოსპორა

Cercospora beticola
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ჩანთიანი სოკოები
კლასი:  Dothideomycetes
რიგი:  Capnodiales
ოჯახი:  Mycosphaerellaceae
გვარი:  ცერკოსპორა
ლათინური სახელი
Cercospora Fresen. (1863)

ცერკოსპორა (ლათ. Cercospora) — უსრული სოკოების ჯგუფის მიკროსკოპულ სოკოთა გვარი. მცენარეთა პარაზიტებია, ზიანი მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის. იწვევენ ქსოვილთა ნეკროზს, რომელიც ლაქების სახით ჩნდება მცენარის სხვადასხვა ორგანოზე (ფოთლებზე, ღეროზე და სხვ.). მაგალითად, C. beticola იწვევს ჭარხლის ცერკოსპოროზს, ხოლო გარკვეულ პირობებში — შაქრის ჭარხლის ეპიფიტოტიას. სახეობები C. vitis და C. roesleri ვაზის ცერკოსპოროზის გაჩენის მიზეზები ხდებიან, C. cerasellaკურკოვანი კულტურების (ქლიავი, ალუბალი, ატამი და სხვ.), C. concorsკარტოფილის, C. fagopyriწიწიბურისა და რიგი სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების. პროფილაქტიკისა და ბრძოლის ღონისძიებები: მცენარეთა იმ ნაწილების საგულდაგულო მოშორება, რომლებზეც სოკომ გამოიზამთრა, ცერკოსპორის ზემოქმედებისადმი გამძლე ჯიშების გამოყენება.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гарибова Л. В. ЦЕРКОСПОРА // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 315.