ცერიქოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცერიქოლი
ცერიქოლი
ცერიქოლი
კოორდინატები: 43°13′57″ ჩ. გ. 43°32′19″ ა. გ. / 43.23250° ჩ. გ. 43.53861° ა. გ. / 43.23250; 43.53861
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ყაბარდო-ბალყარეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 809 
სიგრძე 0,235 კმ
სიგანე 0,12 კმ
ფართობი 0,0216 კმ²
მაქსიმალური სიღრმე 279 
გამჭვირვალობა 22 
ცერიქოლი — რუსეთი
ცერიქოლი
ცერიქოლი — ყაბარდო-ბალყარეთი
ცერიქოლი

ცერიქოლი,[1] ქვემო ცისფერი ტბა (რუს. Церик-Кёль) — კარსტული წარმოშობის ტბა რუსეთში, ყაბარდო-ბალყარეთში. მდებარეობს მდინარე ჩერეკის ხეობაში, ზღვის დონიდან 809 მ სიმაღლეზე.[2] ზედაპირის ფართობი 0,0216 კმ², სიგრძე 235 მ, სიგანე 120 მ. მაქსიმალური სიღრმე 279 მ.[2] მსოფლიოს ერთ-ერთი უღრმესი კარსტული ტბა. წარსულში, ოფიციალური მონაცემებით, ტბის მაქსიმალური სიღრმე განისაზღვრებოდა 258 მ-ით.[3] ტბიდან არსებული ჩამონადენი მუდმივია და არ ექვემდებარება სეზონურ რყევას. ჩამონადენი დაახლოებით 70 მლნ. ლ. წყალი დღე-ღამეში.[4] წყლის მუდმივი ტემპერატურა 9,3°C. აქვს მომწვანო-მოლურჯო ფერი. შეიცავს კრისტალურად სუფთა, გამჭვირვალე წყალს. ხილვადობა 22 მ-მდეა. წყლის ფერი ცვალებადია. ნათელ ამინდებში ლურჯია, ხოლო ამინდის სხვა პირობებში, გოგირდწყალბადის შემცველობის გამო ლაჟვარდოვანი.[5] გამდინარეა. ნაპირებზე ტურბაზებია. სახელწოდება „ცერიქოლი“ ბალყარული ენიდან ითარგმნება როგორც „დამპალი ტბა“ და დაკავშირებულია გახსნილ გოგირდწყალბადთან, რის გამოც წყალი გემოთი მოგვაგონებს ლაყე კვერცხს. ცოცხალ ორგანიზმებს მოკლებულია. გვხვდება მხოლოდ უმაღლესი კიბოსნაირთა წარმომადგენელი გამარუსი.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სტატიიდან „კავკასიონი“. მარუაშვილი ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 310-311.
  2. 2.0 2.1 2.2 Пещеры: Выпуск 40. Сборник научных трудов. Пермь, 2017
  3. Гвоздецкий Н.А. Кавказ. Очерк природы. (1963)
  4. Церик-Кель, мы не прощаемся! - ЦПИ РГО
  5. Город Прохладный, Кабардино-Балкария, Северный Кавказ — Голубые озера