ცერერა (ჯუჯა პლანეტა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცერერა ცერერას სიმბოლო
ცერერა.  ჰაბლის ტელესკოპის სურათი
აღმოჩენის ისტორია
აღმოაჩინა ჯუზეპე არაციმ
აღმოჩენის თარიღი 1801 წლის 1 იანვარი
ორბიტალური მახასიათებლები
მზისგან საშუალო დაშორება 413 832 587 კმ 2.7663 ა.ე.
აფელიუმი 446 669 320 კმ 2.9858 ა.ე.
პერიფელიუმი 380 995 855 კმ 2.5468 ა.ე.
სიდერული ორბიტალური პერიოდი 4 წელი, 7 თვე 6 დღე
ორბიტის გაწელილობა 0,08
ეკლიპტიკის სიბრტყისადმი ორბიტის დახრილობა 10°
თანამგზავრი

ცერერა (1 Ceres) — ასტეროიდული ტიპის ჯუჯა პლანეტა. ცარერა აღმოაჩინა იტალიელმა ასტრონომმა ჯუზეპე არაციმ 1801 წლის 1 იანვარს. ეს არის ყველაზე მასიური სხეული. დიდი ხნის განმავლობაში ცერერა ითვლებოდა სრულყოფილ პლანეტად, თუმცა შემდგომ მოხდა მისი კლასიფიკაცია როგორც ასტეროიდის, ხოლო საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის 2006 წლის 24 აგვისტოს XXVI საკ-ის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ცერერა ჩაითვალა ჯუჯა პლანეტად. მისი ეკვატორული დიამეტრია დაახლოებით 980 კმ და პოლარული დიამეტრი 910 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე 17882 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მზის მხარეს (პერიფელიუმში) ზედაპირის მაქსიმალური ტემპერატურაა -34 °C (239 °K).

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: