ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცენტრალურ-ამიერკავკასიური ცული — საბრძოლო იარაღი, რომელსაც აქვს მომრგვალო სამუშაო პირი და მაღალი, ოვალური სატარე ნახვრეტი. ძვ. წ. III ათასწლეულიდან გავრცელებული იყო ცენტრალურ ამიერკავკასიაში. გავრცელების საზღვრები ჩრდილოეთით — კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით — ნუხა-მინგეჩაურის ზოლი, სამხრეთით — მდინარე არაქსის შუა წელი, დასავლეთით — ძირითადად სურამის ქედი (იშვიათად ამ ფარგლებს გარეთაც). შემდგომშიც, როდესაც ამ რეგიონში მატერიალური კულტურის რამდენიმე ლოკალური ვარიანტი ჩამოყალიბდა, ბრინჯაოს ცული ამ ტერიტორიისათვის ერთი და იგივე სახისა იყო. დაახლოებით ძვ. წ. VII საუკუნეში ამ ტიპის ცული ცენტრალურ ამიერკავკასიაში სრულად გაქრა. მისი ადგილი კოლხური ცულის ფორმის რკინის ცულმა დაიკავა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]