შინაარსზე გადასვლა

ცენტრალური ქვაბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცენტრალური ქვაბული — ფსკერის დადაბლება ინდოეთის ოკეანის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აზიის კონტინენტურ კალთასა და მალდივის, არაბეთ-ინდოეთისა და აღმოსავლეთ ინდოეთის ქედების კალთებს შორის. სიგრძე დაახლოებით 6000 კმ, სიგანე 1500 კმ, მაქსიმალური სიღრმე 6090 მეტრი, ჩრდილოეთ ნაწილის ს.გ.მ. — 10°-მდე ვაკეა, სამხრეთი ნაწილი — ბორცვიანი და მთიანი. ცენტრალურ ნაწილში აღმართულია მერიდიანული ქედი ლანკა, სიმაღლე 1549 მ (მთა ათანასე ნიკიტინი). ფსკერი აგებულია ტერიგენული ფორამინიფერებიანი და რადიოლარიებიანი ლამით, უკიდურესი სამხრეთით წითელი თიხებია.