ცენტრალური რეგიონი (განა)
იერსახე
ცენტრალური რეგიონი (ინგლ. Central Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული გვინეის ყურის სანაპიროზე. ადმინისტრაციული ცენტრი — კეიპ-კოსტი.
ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ჩრდილო-დასავლეთ, აღმოსავლეთის და აშანტის რეგიონებს, აღმოსავლეთიდან დიდი აკრის რეგიონს, დასავლეთიდან დასავლეთის რეგიონს.

1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის სანაპირო რეგიონი გაიყო აღმოსავლეთ და დასავლეთის რეგიონებად. 1959 წელს დასავლეთის რეგიონის შემადგენლობიდან გამოიყო ცენტრალური რეგიონი.