ცენოლესტისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცენოლესტისებრნი

ეკვადორული ცენოლესტი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Caenolestidae (Trouessart, 1898)

ცენოლესტისებრნი (ლათ. Caenolestidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ცენოლესტების რიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 9-14 სმ. აქვთ მოგრძო თავი, პატარა თვალები და ყურები, ხუთთითიანი კიდურები, ძალზრ პრიმიტიული თავის ტვინი. ოჯახში 7 სახეობაა, რომლებიც განეკუთვნებიან 3 გვარს: ეკვადორული (ლათ. Caenolestes), პერუული (ლათ. Lestores) და ჩილური (ლათ. Rhyncholestes) ცენოლესტები. გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკის დასავლეთით, სამხრეთ ვენესუელიდან სამხრეთ ჩილემდე. ბინადრობენ ტყის ზოლში, მთებში ადიან 4000 მეტრამდე. აქტიურნი არიან ღამით. იკვებებიან უხერხემლო ცხოველებით. მცირერიცხვოვანი არიან.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]