ცელქი ბავშვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცელქი ბავშვები — ქართული ფილმი, რომლის სრული სახელწოდებაა "ცელქი ბავშვები: ოპერაცია ახალი წელი".

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმში პატარა ბავშვები, ნია და ნიკა მშობლებთან ერთად აპირებენ საახალწლო მოგზაურობაში წასვლას, თუმცა გამოიწვევენ დიდ აჟიოტაჟს და ამის გამო დაისჯებიან: არ გაჰყვებიან მშობლებს და ახალ წელს პაპის სახლში შეხვდებიან. თუმცა, მათი პაპა არის არქეოლოგი. მან იპოვა მედალიონი, რომელიც სურვილებს ასრულებს (როგორც შემდეგში გაირკვა, იგი სულაც არაა ჯადოსნური). ნიამ და ნიკამ ჩაიფიქრეს, რომ ახალ წელს მარტო შეხვედრილიყვნენ. კოლექციონერი დაიქირავებს მძარცველებს, რომ მოიპარონ მედალიონი. მძარცველები ჯერ პაპას გაიტაცებენ, ამიტომ ბავშვები ერთმანეთთან შეხვედრამდე დარწმუნებულები არიან, რომ მათი ოცნება ასრულდა. ბაბუს არყოფნაში ისინი თავის ნებაზე ერთობიან — ერთმანეთისთვის ხაფანგებს მოამზადებენ, თუმცა მათში მძარცველები გაებმებიან, რომლებიც მიუხედავად დაბრკოლებებისა, სახლში შედიან. ბავშვები იძულებულები ხდებიან, მათ საკუთარი ძალებით გაუმკლავდნენ.

2014 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება, „ცელქი ბავშვები 2: ოპერაცია მონერიბუსი“.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]