ცეკური
იერსახე
| ცეკური | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°42′23″ ჩ. გ. 42°36′45″ ა. გ. / 42.7064889° ჩ. გ. 42.6125806° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | ლენტეხის მუნიციპალიტეტი ცაგერის მუნიციპალიტეტი |
| სიმაღლე | 3170 მ |
| ქედი | ეგრისის ქედი |
| ამგებელი ქანები | პორფირიტი და მისი ტუფი |
ცეკური — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჯონოულის მარცხენა შენაკადის — ახალოურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3170 მ. აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული და მკვეთრად მეტამორფული იურული პორფირიტებითა და მათი ტუფებით. შემორჩენილია მეოთხეული გამყინვარების კვალი. დამახასიათებელია სუბალპური და ალპური ლანდშაფტები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 190.