ცეკვა ხმლებით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცეკვა ხმლებითარამ ხაჩატურიანის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც დაიწერა მისი ბალეტის „გაიანეს“ ბოლო ნაწილისათვის (1942). ეს არის კომპოზიტორის მეტად ცნობილი ნაწარმოები[1], რომელშიც თავს სომხური ტრადიციული მუსიკა და ჯაზის ელემენტები იყრის თავს. ტიგრან მანსურიანის სიტყვების მიხედვით, ეს „კონრაპუნქტია სომხური ქორწილის ცეკვის გიუმრისა და ნამდვილი ამერიკული საქსაფონის, რამაც საინტერესო ორგანულ სინთეზამდე მიაღწია“[2].

1948 წელს „ცეკვა ხმლებით“ გახდა აშშ-ში ძალიან პოპულარული გახდა, მუსიკალური აპარატების ჰიტი[3]. პოპულარობა იმდენად მაღალი იყო, რომ Newsweek-მა შესთავაზა 1948 წლისთვის „ხაჩატურიანის წელი აშშ-ში“ დაერქმიათ[4]. ამ წელიწადში „ცეკვა ხმლებით“-ს სამმა ვერსიამ (ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის, ნიუ-იორკის ფილარმონიული ორკესტრის და ლევანტ ოსკარის) შეძლო პირველი ადგილი დაეკავათ კლასიკური მუსიკის ჟურნალის Billboard-ის ჰიტპარადებში ასევე მოხვდნენ ბეტსელერების წლიურ სიაში[5].. „ცეკვა ხმლებით“ გახდა ჩიკაგოს სიმფონიური ორკესტრის პირველი ჩანაწერი, რომელიც გაყიდული იქნა ტირაჟით მილიონ ეგზემპლარზე მეტი[6].

„ცეკვა ხმლებით“ დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის პოპულარულ მუსიკის ისტორიაზე[7]. ბევრი ქავერ-ვერსია იყო ჩაწერილი მუსიკოსების მიერ აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. მუსიკალური თემა დღემდე გამოიყენება ფილმებსა და ტელესერიალებში, ასევე ფიგურული სრიალის გამოსვლების გასაფორმებლად. Billboard-მა „ცეკვას ხმლებით“ დაარქვა «ნაწარმოები, რომელიც დღევანდელ დროში ყველა საესტრადო ორკესტრისთვისაა ცნობილი»[8].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Frolova-Walker, Marina (Summer 1998). ""National in Form, Socialist in Content": Musical Nation-Building in the Soviet Republics". Journal of the American Musicological Society (University of California Press on behalf of the American Musicological Society) 51 (2): 362. . http://www.jstor.org/stable/831980. "... Khachaturian's most popular piece, the Sabre Dance ..."
  2. д/ф «Khachaturian» (2003)
  3. Soviets throw book at Beria“, December 28, 1957, გვ. 17. 
  4. Juke-Box Red“, გვ. 72. 
  5. The Year's Top Selling Classical Artists Over Retail Counters. Billboard. 1 January 1949. p. 19.
  6. (2005) რედ. Hoffman, Frank: Encyclopedia of Recorded Sound, Volume 1: A-L. New York: Routledge, გვ. 184. ISBN 978-0-203-48427-2. 
  7. Adalian, Rouben Paul (2010). Historical Dictionary of Armenia. Lanham, Maryland: Scarecrow Press. ISBN 978-0-8108-7450-3. 
  8. "Casey At The Bat". Billboard: p. 103. 15 September 2007.