ცეილონის ჩაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩაის პლანტაცია ცეილონზე

ცეილონის ჩაი—კუნძულ შრი-ლანკაზე (ძვ. ცეილონი) მოყვანილი ჩაის სახეობა.

შრი-ლანკა მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა ჩაის წარმოებით, ჩინეთისა და ინდოეთის და კენიის შემდეგ და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიო ბაზარზე. 1995 წელს იგი მსოფლიოში ჩაის წამყვანი ექსპორტიორი იყო (და არა მწარმოებელი) მსოფლიო ექსპორტის 23% -ით, მაგრამ შემდეგ მას კენიამ გაუსწრო. ჩაის წარმოების ყველაზე მაღალი მოცულობა 340 მილიონი კგ დაფიქსირდა 2013 წელს, რამაც ქვეყნის ეკონომიკას 1.5 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი მოგება მოუტანა. ხოლო  2014 წელს— ოდნავ შემცირდა და შეადგინა  338 მილიონი კგ.[1][2][3]

ცეილონის ჩაი გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით. დიდი ნაწილი არის შავი და მწვანე, თეთრი ჩაი, ულუნი და სხვა ჯიშები თითქმის არასოდეს იწარმოება. ჩაის ინდუსტრიაში დასაქმებულია 1 მილიონზე მეტი ადამიანი პირდაპირ თუ ირიბად, 1995 წელს 215,338 ადამიანი უშუალოდ მუშაობდა ჩაის პლანტაციებსა და მამულებში. გარდა ამისა, მცირე მეწარმეების მიერ ჩაის კულტივაცია ათასობით ადამიანის დასაქმების წყაროა და ათიათასობით ოჯახის საარსებო წყაროს წარმოადგენს.

ტენიანობა, გრილი ტემპერატურა და ნალექები ქვეყნის ცენტრალურ მაღალმთიანეთში ქმნის კლიმატს, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის ჩაის წარმოებას. მეორეს მხრივ, ჩაი, რომელიც წარმოებულია ისეთ დაბალ რეგიონებში, როგორიცაა მატარა, გალე და რატანაპურა რეგიონებში, სადაც უხვი ნალექები და მაღალი ტემპერატურაა,  შემკვრელი თვისებების მაღალი დონით გამოირჩევა. თავად ჩაის ბიომასის წარმოება უფრო მაღალია დაბალ რეგიონებში.

ცეილონზე ჩაის სამრეწველო კულტივაცია დაიწყო ჯეიმს ტეილორმა 1867 წელს. დღეისათვის ჩაის წარმოება  შრი-ლანკის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი დარგია. ჩაის ექსპორტი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 15% -ს შეადგენს.

ცეილონის ჩაი ძირითადად წარმოდგენილია ერთგვაროვანი, საშუალო ხარისხის ჩაით, რომელიც მოყავთ დაბალ და საშუალო სიმაღლეზე. უმაღლესი ხარისხის ჩაი მცირე რაოდენობით მოდის კუნძულის სამხრეთ ნაწილში, მაღალმთიანეთში მდებარე პლანტაციებში.[4][5]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰენრი რენდოლფ ტრაფორდი-ჩაის კულტივაციის ერთ-ერთი პიონერი კუნძულ ცეილონზე 1880-იან წლებში.
ქენდის რაიონი - ჩაის წარმოების ცენტრი შრი-ლანკაზე

ჰოლანდიის კოლონიზაციის პერიოდში კუნძულზე დარიჩინის მოყვანა დაიწყეს. მოგვიანებით, ბრიტანეთის პერიოდში, ოსტინდოეთის კომპანიის მიერ გამოცხადდა დარიჩინის კულტურის მონოპოლია. ამასთან,ბრიტანეთში 1830-იან წლებში განვითარებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა დარიჩინის პლანტაციებზეც და არარენტაბელურობის გამო შეჩერდა მისი წარმოება. შემდეგ კუნძულ ცეილონზე ყავის პლანტაციები მოაშენეს და მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ყავასთან იყო დაკავშირებული. ევროპის ბაზარზე ყავაზე დიდი მოთხოვნისა და მაღალი ფასების შედეგად, 1840 წლისთვის ყავის წარმოებამ მნიშვნელოვან აღმავლობას მიაღწია. 1869 წელს ყავის ინდუსტრია ყვაოდა, მაგრამ კუნძულზე მოულოდნელად გავრცელდა ყავის ხეებისათვის მომაკვდინებელი სოკოვანი დაავადება  hemileia vastatrix — „ყავის ჟანგი“.პროფილაქტიკური ღონისძიებების მიუხედავად, „ყავის ჭირმა“ ხუთ წელიწადში ცეილონზე სრულიად მოსპო ყავის ოლანტაციები. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, იმ პერიოდში კუნძული ნამდვილ უდაბნოდ გადაიქცა. როგორც ცნობილია, ჩაის ბუჩქს „ყავის ჯანგი“ არ ედება.  შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა, განადგურებული ყავის პლანტაციები ჩაის პლანტაციებით ჩაენაცვლებინა. [6]

ჩაის წარმოება ბრიტანეთის კოლონიის პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეილონის ჩაის კოლოფი
საექსპორტოდ გამზადებული ცეილონის ჩაის ტომრები

ერთ-ერთი პირველი პლანტატორი, რომელმაც კუნძულზე ჩაის მოყვანა დაიწყო, იყო ინგლისელი პლანტატორი  ჯეიმს ტეილორი. მისი ორგანიზებით ცეილონიდან ლონდონში ჩაი 1891 წელს ჩაიტანეს. პირველიგაიდული პარტიის ფასი იყო 25 ფუნტი სტერლინი და 10 შილინგი. ერთი წლით ადრე, მსხვილი ბრიტანელი მეწარმე თომას ლიპტონი დაინტერესდა ცეილონის ჩაის ინდუსტრიით და, მისი განვითარების დასაწყისშივე გაემგზავრა კუნძულზე. იყიდა მთელი რიგი პლანტაციები დაბალ ფასად, იმისათვის რომ თავისი მაღაზიებისათვის თვითონვე მიეწოდებინა ჩაი შუამავლების გარეშე და ამით თანხები დაეზოგა. შედეგად, მას ჩაის მიწოდება იაფი უჯდებოდა და წარმატებით უწევდა კონკურენციას მაღაზიებს, რომლებიც  სხვა რეგიონებიდან ჩამოტანილ ჩაის ყიდდნენ. ლიპტონმა ჩაატარა მასშტაბური სარეკლამო კამპანია. იგი თავის ჩაის 1 შილინგად და 7 პენსად ყიდდა, მასინ როდესაც ინგლისში ჩაის საშუალო ფასი 3 შილინგი იყო. ამან საშუალება მისცა სწრაფად დაეკავებინა დიდი ნიშა ჩაის ბაზარზე. ბრიტანეთის იმპერიისადმი გაწეული სამსახურისათვის დედოფალმა ვიქტორიამ ლიპტონს რაინდის წოდება უბოძა. მოგვიანებით თომას ლიპტონმა გააფართოვა თავისი წარმოება და ჩაით ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც დაიწყო. ნიუ იორკის პორტში ლიპტონის საწყობებზე დიდი ხნის განმავლობაში არმართული იყო სარეკლამო ბილბორდები.[7]

თუ კუნძულზე 1875 წელს  ჩაის პლანტაციების ფართობი 1 ათასი ჰექტარს შეადგენდა, 1895 წლისთვის  უკვე 300 ათასი ჰექტარს იკავებდა.

კომერციული წარმოების ზრდა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი-ლანკაზე დარეგისტრირებული ჩაის წარმოება ჰექტარებსა და კვადრატულ მილებში  სიმაღლის კატეგორიების მიხედვით, 1959-2000 წწ.

წელი დიდი

სიმაღლე

ჰექტ.

საშუალო

სიმაღლე

ჰექტ.

დაბალი

სიმაღლე

ჰექტ.

მთლიან.

ჰექტ.

მთლიან.

კვადრ.

მილი

1959 74,581 66,711 46,101 187,393 723.5
1960 79,586 69,482 48,113 197,181 761.3
1961 76,557 97,521 63,644 237,722 917.8
1962 76,707 97,857 64,661 239,225 923.7
1963 76,157 95,691 65,862 237,710 917.8
1964 81,538 92,281 65,759 239,578 925.0
1965 87,345 92,806 60,365 240,516 928.6
1966 87,514 93,305 60,563 241,382 932.0
1967 87,520 93,872 60,945 242,337 935.7
1968 81,144 99,359 61,292 241,795 933.6
1969 81,092 98,675 61,616 241,383 932.0
1970 77,549 98,624 65,625 241,798 933.6
1971 77,936 98,624 65,625 242,185 935.1
წელი დიდი

სიმაღლე

ჰექტ.

საშუალო

სიმაღლე

ჰექტ.

დაბალი

სიმაღლე

ჰექტ.

მთლიან.

ჰექტ.

მთლიან.

კვადრ.

მილი

1972 77,639 98,252 65,968 241,859 933.8
1973 77,793 98,165 66,343 242,301 935.5
1974 77,693 97,875 66,622 242,190 935.1
1975 79,337 98,446 64,099 241,882 933.9
1976 79,877 94,338 66,363 240,578 928.9
1977 79,653 94,835 67,523 242,011 934.4
1978 79,628 95,591 68,023 243,242 939.2
1979 78,614 97,084 68,401 244,099 942.5
1980 78,786 96,950 68,969 244,705 944.8
1981 78,621 96,853 69,444 244,918 945.6
1982 77,769 96,644 67,728 242,141 934.9
1983 71,959 90,272 67,834 230,065 888.3
1984 74,157 90,203 63,514 227,874 879.8
წელი დიდი

სიმაღლე

ჰექტ.

საშუალო

სიმაღლე

ჰექტ.

დაბალი

სიმაღლე

ჰექტ.

მთლიან.

ჰექტ.

მთლიან.

კვადრ.

მილი

1985 74,706 89,175 67,769 231,650 894.4
1986 73,206 85,216 64,483 222,905 860.6
1987 72,773 84,445 64,280 221,498 855.2
1988 72,901 84,227 64,555 221,683 855.9
1989 73,110 84,062 64,938 222,110 857.6
1990 73,138 83,223 65,397 221,758 856.2
1991 73,331 82,467 65,893 221,691 856.0
1992 74,141 85,510 62,185 221,836 856.5
1994 51,443 56,155 79,711 187,309 723.2
1995 51,443 56,155 79,711 187,309 723.2
1996 52,272 56,863 79,836 188,971 729.6
1997 51,444 58,155 79,711 189,310 730.9
1998 51,444 58,155 79,711 189,310 730.9
2000 52,272 56,863 79,836 188,971 729.6

ქვეყნები, სადაც ცეილონის ჩაი გადის ექსპორტზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შრი-ლანკას ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო ბაზრებია დსთ-ს,  ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, რუსეთი, სირია, თურქეთი, ირანი, საუდის არაბეთი, ერაყი, დიდი ბრიტანეთი, ეგვიპტე, ლიბია და იაპონია.[8][9]

მთლიანი ექსპორტი
ქვეყანა მილ. კილოგრამი მილიონ. გირვანქა მთლიან. პროცენტი
დსთ-ს ქვეყნ. 57.6 127.0 20
არაბთა გაერთ.

საამიროები

48.1 106.0 16.7
რუსეთი 46.1 101.6 16.01
სირია 21.5 47.4 7.47
თურქეთი 20.3 44.8 7.05
ირანი 12.5 27.6 4.34
საუდის არბეთი 11.4 25.1 3.96
ერაყი 11.1 24.5 3.85
დიდი ბრიტანეთი 10.2 22.5 3.54
ეგვიპტე 10.1 22.3 3.51
ლიბია 10.0 22.0 3.47
იაპონია 8.3 18.3 2.88
გერმანია 5.0 11.0 1.74
სხვა 23.7 52.2 8.23
მთლიანად 288 634.9 100

ბრენდინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეილონის ჩაის ლოგო

შრი-ლანკის ჩაის საბჭო ცეილონის ჩაის ლომის ლოგოტიპის კანონიერი მფლობელია. ლოგო მრავალ ქვეყანაში დარეგისტრირებულია, როგორც სავაჭრო ნიშანი. იმისათვის, რომ ლომის ლოგო გამოჩნდეს ჩაის პაკეტზე, ის უნდა აკმაყოფილებდეს ოთხ კრიტერიუმს:

1. ლომის ლოგოს გამოყენება შეიძლება მხოლოდ ცეილონის ჩაის სამომხმარებლო შეფუთვებზე.

2. შეფუთვაში უნდა იყოს 100% სუფთა ცეილონის ჩაი.

3. შეფუთვა მხოლოდ შრი-ლანკაში უნდა იწარმოებოდეს.

4. ბრენდები, რომლებიც იყენებენ ლომის ლოგოს, უნდა აკმაყოფილებდეს შრი-ლანკის ჩაის საბჭოს მიერ დადგენილი ხარისხის სტანდარტებს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Wijesinghe, W. A. S. S. (2015). "The protection on geographical indications in developing countries: The case of Ceylon tea". Balance - Multidisciplinary Law Journal. 1 (1): 11. Retrieved 5 February 2021.
  2. "Annual Report 2019/20" (PDF). Ceylon Tea Brokers. Retrieved 5 February 2021.
  3. "Annual Report 2016" (PDF). parliament.lk. Sri Lanka Tea Board. Retrieved 5 February 2021.
  4. "Leading tea exporting countries worldwide in 2020".
  5. "Sri Lanka tops tea sales". BBC. 1 February 2002. დაარქივებულია ორიგინალიდან 3 May 2008. Retrieved 28 April 2008.
  6. "South Asia Help for Sri Lanka's tea industry". BBC News. 4 April 1999. დაარქივებულია ორიგინალიდან on 30 June 2009. Retrieved 5 April 2008.
  7. Johnsson, S. (23 May 2016). "The green gold from Sri Lanka" (PDF). Linnaeus University. p. 43. Retrieved 27 March 2021.
  8. "Tea from Sri Lanka" (PDF). Sri Lanka Export Development Board. Retrieved 27 March 2021.
  9. Kelegama, S. (March 2010). The case for liberalization of tea imports for increasing value addition and enhancing tea exports of Sri Lanka (PDF). Colombo: Institute of Policy Studies. p. 8. Retrieved 5 February 2021.