ცეზარი (სალათა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცეზარის სალათა

სალათა "ცეზარი" - მწვანე სალათა[1] ძირითადად შედგება სალათის ფურცლებისგან და კრუტონებისგან (პურის კუბიკები), ზემოდან ლიმონის ან ლაიმის წვენით. ცეზარის უამრავი ერთმანეთისგან განსხვავებული რეცეპტი არსებობს, მაგრამ კლასიკური ცეზარის სხვა ინგრედიენტებია - ზეითუნის ზეთი, კვერცხი, ნიორი, ვუსტერშირის სოუსი, თევზის ხორცი, მდოგვი, პარმეზანის ყველი და პილპილი.

თავდაპირველად, ამ სალათას მთავარი კერძის შემდეგ მიირთმევდნენ[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეზარის სასტუმრო და რესტორანი

ცეზარის სალათის შექმნა ცეზარ კარდინს[3], იტალიელ შეფს და ბიზნესმენს უკავშირდება. ის იყო იტალიელი ემიგრანტი, რომელიც მუშაუბდა მექსიკისა და ა.შ.შ-ს უამრავ რესტორანში. კარდინი ცხოვრობდა სან დიეგოში, მაგრამ მუშაობდა სხვა ქალაქებშიც, რათა თავი აერიდებინა მაშინდელ ა.შ.შ-ში ალკოჰოლის საქვეყნო აკრძალვისთვის. მისი ქალიშვილი როზა[4] იხსენებს, რომ ცეზარმა ეს სალათა გამოიგონა მის რესტორან "ცეზარიში", 1924 წლის 4 ივლისს, როცა რესტორანში გარკვეული ინგრედიენტები ამოიწურა. კარდინიმ ცეზარის სალათა იმ ინგრედიენტებით ააწყო, რაც ჰქონდა, თავდაპირველი სიმპათიის გასაჩენად კი აუწყა, რომ პირადად შეფის დამზადებული იყო. კარდინთან მომუშავე უამრავი ადამიანიც ეთანხმებოდა ამ ვერსიას სალათის შექმნისა[5].

1946 წელს, გაზეთის მწერალმა დოროთი კილგალენმა დაწერა, რომ ცეზარის სალათა ნიუ იორკში არსებული სტეიკჰაუსის მიერ იყო შექმნილი, რის შემდეგაც კერძი ჰოლივუდშიც გავრცელდა[6].

როზა კარდინის თქმით, თავდაპირველი ცეზარი არანაირ ხორცს არ შეიცავდა, თევზის ხორცი პირველად კი მისმა ძმამ, ალექსმა გამოიყენა სალათაში.

დღესდღეობით, ცეზარის სალათა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხშირად გაკეთებული სალათაა მთელი მსოფლიოს გარშემო. ამ პოპულარობამ გამოიწვია წინასწარ გაკეთებული და გაყინული ცეზარის გაყიდვა მაღაზიებში, განსაკუთრებით გავრცელებულია ბოთლში შეფუთული ცეზარის საკაზმი, რომელიც ბევრი დიდი კომპანიის მიერაა წარმოებული.

"კარდინის" "ცეზარ კარდინის" და "ორიგინალი ცეზარის საკაზმი" სავაჭრო ნიშნებია[7] და ერთი კომპანიის საკუთრებაშია.

ინგრედიენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცეზარი ქათმით
  • სალათის ფურცლები;
  • კრუტონები (პუპრის კუბიკები);
  • ლიმონის/ლაიმის წვენი;
  • ზეითუნის ზეთი;
  • კვრეცხი;
  • ნიორი;
  • ვუსტერშირის სოუსი;
  • თევზის ხორცი;
  • მდოგვი;
  • პარმეზანის ყველი;
  • პილპილი.

ასევე არსებობს ცეზარის სალათა ბეკონით, ქათმის ან საქონლის ხორცით და მისი ვეგეტარიანული რეცეპტები. ზოგჯერ იყენებენ სხვა, პარმეზანის მსგავს ყველს, აკეთებენ კვერცხის გარეშეც. ზოგიერთ შემთხვევაში უმატებენ სხვადასხვა ბოსტნეულსაც, მაგ. კიტრი და პომიდორი.

ეფექტები ჯანმრთელობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უმი კვერცხის ჭამისას, არსებობს თანდაყოლილი რისკი ბაქტერიული დაავადება სალმონელას ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისა. სალმონელა ხშირად გვხვდება უმ კვერცხში ან კვერცხის ნაჭუჭში[8]. ზოგიერთ ქვეყანაში, ტარდება სპეციალური აცრები ამ დაავადების თავიდან ასაცილებლად, ცეზარის თვდაპირველი რეცეპტი უმ კვერცხს შეიცავდა, მაგრამ თანამედროვე რეცეპტების უმრავლესობა ნახევრად მოხარშულ კვერცხს იყენებს. ზოგჯერ, კვერცხის ნაცვლად იოგურტს ან მაიონეზს იყენებენ ძმრის ერთად გემოს რეპლიკაციისთვის.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სალათა - განმარტება
  2. https://books.google.ca/books?id=dHPvtWR6TkkC&pg=PA67 გვ.67 (ინგლისური)
  3. "Caesar Cardini, Creator of Salad, Died at 60" - Los Angeles Times; 5 november 1956
  4. https://www.telegraph.co.uk/news/obituaries/1442086/Rosa-Cardini.html 21 სექტემბერი 2003 (ინგლისური)
  5. ჰაილ-ცეზარს (ინგლისური)
  6. https://www.newspapers.com/clip/2731250/early_caesar_salad_reference/ (ინგლისური)
  7. http://tess2.uspto.gov/ (ინგლისური)
  8. კვების რაგულაციები ამერიკაში (ინგლისურად)