ცევა ადომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცევა ადომი (ებრ. צבע אדום — წითელი ფერი) — სარაკეტო იერიშის შესახებ ადრეული შეტყობინების ებრაული სარადარო სისტემა, რომელიც მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავი შეაფარონ ბომბსაფარებს და დაცულ ნაგებობებს.[1]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცევა ადომის სისტემა ამჟამად დაყენებულია ყველა ებრაულ ქალაქში, რომელიც ხვდება რაკეტების მოქმედების არეალში. რაკეტის გაშვების მომენტის დაფიქსირებისთანავე, სისტემა ავტომატურად რთავს შეტყობინების სისტემას ებრაულ ქალაქებში, დასახლებებსა და სამხედრო ბაზებში. ელექტრონული აუდიო-შეტყობინების ორი სიგნალი გადაიცემა მიმდევრობით ორჯერ, რომლის შემდეგაც ირთვება ავტოინფორმატორი და იმეორებს სიტყვებს „ცევა ადომ“ გაშვებული რაკეტების რაოდენობის შესაბამისად.
სდეროთში სისტემა მოსახლეობას ატყობინებს 15 წამით ადრე რაკეტის ქალაქთან მოახლოებამდე. აშკელონში იგივე დრო 30-32 წამია. ღაზას სექტორის სარტყლის დასახლებებში შეტყობინებიდან რაკეტის მიზანში მოხვედრამდეე ინტერვალი შეიძლება 8 წამამდე იყოს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]