მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცახცახა [ 1] (ლათ. Briza ) — ერთ- ან მრავალწლოვან მცენარეთა გვარი მარცვლოვანთა ოჯახისა .[ 2] [ 3] [ 4] 20–100 სანტიმეტრის სიმაღლის სწორღეროიანი და ხაზოვანფოთლიანი ბალახებია. ყვავილედი ჩამოკიდებული კვერცხისებური თაველებისაგან (თავთავებისგან) შემდგარი ფაშარი საგველაა . თავთავისა და ყვავილის ქერცლი მომრგვალებული ან ფართოკვერცხისებრია, კილის გარეშე, 3–9 ძარღვით, ყვავილისა — ფართო აპკისებრი არშიებით.[ 4] სხვადასხვა კლასიფიკაციით მოიცავს 4,[ 5] 5,[ 6] 15-მდე[ 2] [ 3] [ 4] ან 22-მდე[ 7] [ 8] სახეობას, რომლებიც გავრცელებულია ევროპაში , დასავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში ; საქართველოში გვხვდება 4. იზრდება თითქმის ყველგან დაბლობიდან ალპურ სარტყლამდე, ქვიან და სილიან ადგილებზე, მინდვრებში, ბუჩქნარებში, ველებზე, მდელოებზე.[ 2] სამკურნალო (საშუალო ცახცახა , B. media )[ 4] და საქონლის საკვები ბალახია.[ 2] [ 3] [ 4] იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში .[ 2] [ 3] დიდი (B. maxima ), საშუალო და მცირე (B. minor ) ცახცახა გამოიყენება ზამთრის მშრალი თაიგულების გასაკეთებლად.[ 4]
↑ ცახცახა // მაყაშვილი ა. , ბოტანიკური ლექსიკონი , თბ.: „საბჭოთა საქართველო“, 1961.
↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 გურგენიძე მ. , ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. 11 , , 1987. — გვ. 188.
↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Трясунка // Большая советская энциклопедия : в 30 т. / гл. ред. А. М. Прохоров / 3-е изд. — М. : Советская энциклопедия, 1977. — Т. 26 : Тихорецк — Ульяново. — 624 с.
↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Конечная Г. Ю. ТРЯСУНКА // Большая российская энциклопедия . т. 32. — , 2016. — стр. 466.
↑ Briza . ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა . ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
↑ Briza . სოცოცხლის ენციკლოპედია . ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
↑ Briza . The Plant List . დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-18. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.
↑ Briza . World Flora Online . ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2020.