ცაშიკიბული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ცაცკიბალი)
ცაშიკიბული
კოორდინატები: 42°45′23″ ჩ. გ. 42°15′25″ ა. გ. / 42.756472° ჩ. გ. 42.257056° ა. გ. / 42.756472; 42.257056
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 3017 
ქედი ეგრისის ქედი
ლანდშაფტი ალპური
ამგებელი ქანები პორფირიტი, მისი ტუფი და ტუფ-ბრექჩია
ცაშიკიბული — საქართველო
ცაშიკიბული
ცაშიკიბული — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
ცაშიკიბული

ცაშიკიბული, ცაცკიბალიკლდოვანი მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს ეგრისის ქედის სამხრეთ შტოქედზე, მდინარეების დიდიღელისა (ხობისწყლის მარჯვენა შენაკადი) და მაგანის (ენგურის მარცხენა შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3017 . ცაშიკიბული აგებულია ინტენსიურად დანაოჭებული იურული (ბაიოსური) ვულკანოგენური წყებებით — პორფირიტებით, მათი ტუფებითა და ტუფ-ბრექჩიებით. დამახასიათებელია ალპური ლანდშაფტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]