ცას და მიწას შორის (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცასა და მიწას შორის
ჟანრი რომანტიკული კომედია
რეჟისორი მარკ უოტერსი
პროდიუსერი უოლტერ პარკსი, ლორი მაკდონალდი
სცენარის ავტორი ლესლი დიკსონი, პიტერ ტოლანი
ნაწარმოები მარკ ლევი
როლებში რიზ უიზერსპუნი, მარკ რუფალო
კომპოზიტორი როლფ კენტი
სტუდია DreamWorks
დისტრიბუტორი DreamWorks Pictures
პრემიერა 16 სექტემბერი, 2005 (2005-09-16)
ხანგრძლივობა 91 წთ.
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 58 მილიონი $
შემოსავალი 102,8 მილიონი $
საიტი: IMDb ID 0425123

ცასა და მიწას შორის (ინგლ. Just like Heaven ) - 2005 წლის ამერიკული რომანტიკული კინოკომედია, გადაღებული მარკ ვატერის მიერ, 1999 წელს გამოცემული მარკ ლევის ფრანგული ნოველის „ეს თუ სიმართლეა“ მიხედვით. მთავარი როლებში მარკ რუფალო და რიზ უიზერსტოუნი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ელიზაბეთ მასტერსონი (რიზ უიზერსპუნი), გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ექიმი, საკუთარი საქმის პროფესიონალია და ძირითად დროს სამსხურში ატარებს, რის გამოც პირადი ცხოვრებისთვის ვერ იცლის. მისი და ები გადაწყვეტს ახალგაზრდა კაცი გააცნოს. გზაში ელიზაბეტი ავარიაში მოყვება. სამი თვის შემდეგ, ქვრივი, ლანდშაფტის დიზაინერი დევიდ ებოტი (მარკ რუფალო) ბინას ქირაობს. ცოტა ხანში აღმოაჩენს რომ სახლში მის გარდა გოგონას მოჩვენებაც ცხოვრობს, რომელსაც ამნეზია აქვს, არ ახსოვს ვინ არის და თავი კვლავ სახლის მეპატრონე ჰგონია. დევიდი ცდილობს გააგდოს, თუმცა არაფერი გამოუვა. ამაობაში ერთმანეთს უკეთ გაიცნობენ და დაახლოვდებიან. დევიდი გადაწყვეტს დაეხმაროს ელიზაბეტს და გაიგოს თუ ვინ არის. ჯერ მეზობლებს გამოკითხავენ, თუმცა არავის სმენია მის შესახებ. ცოტა ხანში აღმოაჩენენ რომ გოგონა ექიმია, გაიგებენ სადაა უახლესი საავადმყოფო და მიაკითხავნენ. იქ შეიტყობენ რომ გოგონა ელიზაბეთ მასტერსონია, ამ საავადმყოფოში მუშაობდა და სამი თვეა კომაშია, აპარატზეა მიერთებული. დარჩა მხოლოდ ერთ კითხვა - რატომ ხედავს მას მხოლოდ დევიდი? ვაჟი გოგოს თავის სხეულთან დატოვებს და წავა. ელიზაბეთი სავადმყოფოში მოსული ნათესავისგან გაიგებს რომ მისი ყოფილი კოლეგა ექიმი რაშტონი დას ების აპარატის გამორთვას ურჩევს, რადგანაც ელიზაბეტის გადარჩენის შანსი მიზერულია. ები ხელს მოუწერს დოკუმენტებზე და აპარატის გამორთვას მეორე დილისთვის გადაწყვეტენ. ელიზაბეტი დევიდთან მიდის და ყველაფერს უყვება. ბიჭი ებისთან გარბის, უხსნის რომ კომაში ჩავარდნილი და არ გამორთოს აპარატიდან, რადგანაც იგი ცოცხალია, ყოველდღე ხედავს და ამის დასადასტურებლად ელიზაბეთის კარნახით ისეთ რამეებს ეტყვის, რაც მხოლოდ დებმა იციან. ები დევიდს გიჟად ჩათვლის და დანით გამოეკიდება. წყვილი მიხვდება რომ არაფერი გამოუვათ, დაბრუნდებიან სახლში და ეცდებიან ეს ბოლო საღამო ერთად გაატარონ. დილით დევიდი მიხვდება რომ ელიზაბეტის დაკარგვას ვერ გაუძლებს და მისი სხეულის გატაცებას გადაწყვეტს. დასახმარებლად მეგობარს, ჯეკს უხმობს. ექიმის ტანსაცმლით გადაცმულები საავადმყოფოში შევლენ და როცა ჯეკი აპარატზე შეერთებულ ელიზაბეტს დაინახავს იცნობს, ეტყვის მეგობარს რომ მის გაცნობას უპირებდა იმ საღამოს, როცა ავარია მოხდა. მიხვდება დევიდი თუ რატო ნახულობდა მარტო ის ელიზაბეტს. სააავდმყოფოს პერსონალი და დაცვა არ გააყვანინებენ კომაში მყოფ ელიზაბეტს, ამ ჩხუბში შემთვევით ხელს წაკრავენ აპარატს, რომელიც გამოირთვება და ელიზაბეტის მოჩვენებაც ნელ-ნელა დაიწყებს გაქრობას. სასოწაკვეთილი დევიდი ეცემა მის სხეულს და ტუჩებში აკოცებს, რის შემდეგაც მოჩვენება გაქრება და სხეულიც გაცოცხლდება, თუმც გოგონა დევის ვერ გაიხსენებს და ბიჭიც საავადმყოფოს დატოვებს. რამდენიმე დღის შემდეგ გამოჯანმრთელებული ელიზაბეტი თავის ძველ სახლს მიაკითხავს, სახურავზე ავა და იქ დევიდს დაინახავს, რომელიც მითვის საოცნებო ბაღს აკეთებს. დევიდი ხელს ჩამოართმევს ელიზაბეტს და გოგონას ყველაფერი გაახსენდება.

მსახიობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი როლი
რიზ უიზერსპუნი ელიზაბეტ მასტერსონი
მარკ რუფალო დევიდ ებოტი
ივანა მილიჩევიჩი კატრინა
დონალ ლოგი ები ბროუდი
დინა სპაიბი ბრიტი
ბენ შენკმანი ექიმი ბრეტ რაშტონი
ჯონ ჰიდერი დერილი
აარონ კეროლაინი გრეისი
ჩაო როზალინდი ფრენი
რონ კანადა ექიმი უოლში

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრემია წლები კატეგორია ნომინაცია შედეგი
Teen Choice Awards 2006 Movies — Choice Chick Flick ფილმი გამარჯვებული
Teen Choice Awards 2006 Movies — Choice Actor: Comedy ჯონ ჰაიდერი ნომინაცია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.imdb.com/title/tt0425123/

https://web.archive.org/web/20050924194244/http://www.justlikeheaven-themovie.com/

https://www.allmovie.com/movie/v319730

https://www.rottentomatoes.com/m/just_like_heaven