ცარ-ბომბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცარ-ბომბა

ცარ-ბომბა — ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ბირთვული იარაღი, რომელიც ოდესმე გამოყენებულა.

ცარ-ბომბა, მეტსახელად AN602 H-bomb, თავდაპირველად 1961 წლის 30 ოქტომბერს გამოსცადა საბჭოთა კავშირმა. მას ასევე ბომბების მამასაც უწოდებენ. მისი აფეთქება 56 000 000 ტონა სიმძლავრის იყო. საბჭოთა კავშირის ტექნიკოსებს სურდათ, რომ მისი სიმძლავრე 100 000 000 ტონა ყოფილიყო, თუმცა პრობლემების გამო მათ ეს ვერ შეძლეს და მისი სიმძლავრე 56 000 000 ტონამდე შეამცირეს.

ბირთვული ბომბის გამოსაცდელი არეალი იყო „ნოვაია ზემლია“-ს ტერიტორია. აფეთქება არ ყოფილა დიდი სიმძლავრის, რადგან ბომბი მიწიდან 13კმ.-ზე აფეთქდა. ბომბი ჩამოაგდო საბჭოთა კავშირის ვერტმფრენმა სახელწოდებით ტუპოლევ TU-95. ეს იყო ერთადერთი თვითმფრინავი, რომელსაც შეეძლო ამ ბომბის ტრანსპორტირება. როდესაც ბომბი აფეთქდა ვერტმფრენი უზარმაზარი აფეთქების ტალღიდან ერთი კილომეტრით დაბლა დაეცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]