ცადა
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
ცადა ბერძ. Τσάδα[1] [2] | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 34°50′19″ ჩ. გ. 32°28′29″ ა. გ. / 34.8386223500° ჩ. გ. 32.4749910611° ა. გ. |
| მმართველი | Pawlos Chadzinikolas[3] [4] |
| ფართობი | 17.0063 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 575 მეტრი |
| მოსახლეობა | 1 180 (2021)[5] |
| საფოსტო ინდექსი | 8540[6] |
| ოფიციალური საიტი | http://www.tsada.org/ |
ცადა (ბერძ. Τσάδα)[7][8] — შედარებით დიდი სოფელი, რომელიც ქალაქ პაფოსის ცენტრიდან ჩრდილოეთით 8 კილომეტრში მდებარეობს. მიუხედავად მათ შორის სიახლოვისა, 600 მეტრიანი[9][10] სხვაობა სიმაღლეში ცადას არეს სრულიად განსხვავებულ იდენტობას სძენს. აქ ნალექების წლიური რაოდენობა 610 მილიმეტრს შეადგენს.[11][12][13][14] კლიმატი მთელი წლის განმავლობაში გაცილებით გრილია (პაფოსის ცხელი და ნოტიო ზაფხულის დროს ტემპერატურული სხვაობა შეიძლება 6 °C-ს აღწევდეს),[15] და იგი პაფოსის რაიონის იმ მცირე ადგილთაგანია, სადაც თითქმის ყოველ წელს, იანვრის ბოლოს, თოვს. ცადა იყო EOKA-ს წევრის, ევაგორას პალიკარიდისის მშობლიური სოფელი. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის ისტორია 500 წელს ითვლის, მას არ გააჩნია მნიშვნელოვანი არქიტექტურული ხასიათი და მხოლოდ რამდენიმე საცხოვრებელი სახლია რეკონსტრუირებული ტრადიციული წესით. ცადასა და სოფელ კილის შორის მდებარე მელისოვუნოს ბორცვზე განთავსებულია პაფოსის ტელე და რადიო ანტენები.
ცადაში ცხელზაფხულიანი ხმელთაშუაზღვისპირული კლიმატია.[16] ზამთრის თვეები უფრო ნალექიანია, ვიდრე ზაფხულისა, ზამთრობით კი მოსალოდნელია ყინვა და თოვლი.[17] ცადას კლიმატი მას საუკეთესო ადგილად აქცევს მარცვლეულის, სხვადასხვა ხეებისა და ზოგიერთი თხილეულის მოსაყვანად; იგი თავის არეალში ვაზის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. სოფელში დაახლოებით 1 200 მცხოვრებია და იგი მეზობელ დასახლებებთან ეპისკოპისთან, კალეპიასთან და მინთის ჰილსთან (Minthis Hills) ერთად თანამშრომლობს ტურისტების მოსაზიდად, რისთვისაც მათ გამოსცეს ეზუსას ხეობის ტურისტული და საფეხმავლო გზამკვლევი.[18]
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ცადა ხასიათდება ცხელზაფხულიანი ხმელთაშუაზღვიური კლიმატით (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია: Csa).[16] ზამთრის თვეები გაცილებით ნალექიანია, ვიდრე ზაფხულის. თითქმის ყოველ ზამთარს, ღამით, პერიოდულად ფიქსირდება წაყინვები, ზოგიერთ ზამთარს კი თოვლიც მოდის. ზამთრის ტემპერატურა შეიძლება 0 °C-მდე ან უფრო დაბლა დაეცეს.[14][19]
| ჰავის მონაცემები — Tsada, Cyprus (590 m) | |||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
| საშუალო მაღალი °C | 13 | 13.5 | 15.4 | 19.2 | 23.4 | 28.0 | 30.7 | 31.0 | 27.9 | 24.0 | 19.4 | 15.1 | 21.7 |
| საშუალო დაბალი °C | 5.6 | 5.3 | 6.4 | 9.0 | 12.5 | 16.5 | 18.6 | 19.2 | 16.5 | 13.5 | 10.1 | 7.1 | 11.7 |
| საშუალო ნალექი (მმ) | 168.2 | 72.13 | 45.15 | 14.65 | 5.75 | 0.2 | 0.05 | 0.0 | 13.45 | 44.7 | 80.9 | 175.1 | 620.28 |
| საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) | 77 | 75 | 70 | 62 | 55 | 49 | 49 | 53 | 56 | 59 | 67 | 75 | 63 |
| წყარო: Climate Tsada[20] | |||||||||||||
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უშუალოდ სოფლის გარეთ მდებარეობს XII საუკუნის სამლოცველო, რომელიც წარსულში მონასტრის ნაწილს წარმოადგენდა. ამჟამად, „სტავროს ტის მინტისი“ (Stavros tis Minthis) მდებარეობს 18-ფოსოიანი გოლფის მოედნის, „მინტის ჰილსის“ (Minthis Hills) გვერდით, რომელიც პირველია კვიპროსზე. აქ იგეგმება კურორტის გაშენება.
სოფლის დასავლეთით აღმართულია 616 მეტრი სიმაღლის მთა ციარტა (Tsiárta).
ტრანსპორტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წადა მდებარეობს სატრანსპორტო კვანძთან, რომელიც პაფოსის რაიონის სოფლების უმეტესობას აკავშირებს. იგი ესაზღვრება პაფოსიდან პოლისისკენ მიმავალ ამჟამინდელ მარშრუტს და მთავარ გზას ისეთი ტრადიციული სოფლებისკენ, როგორიცაა კალეპია და ხულუ. ავტობუსი ყოველდღიურად მოძრაობს როგორც პაფოსის, ისე პოლისისა და ლაჩის მიმართულებით.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ STATISTICAL CODES OF MUNICIPALITIES/COMMUNITIES AND QUARTERS OF CYPRUS, 2015 — CYSTAT.
- ↑ ΣΤΑΤΙΣΤΙΚΟΙ ΚΩΔΙΚΟΙ ΔΗΜΩΝ/ΚΟΙΝΟΤΗΤΩΝ ΚΑΙ ΕΝΟΡΙΩΝ ΤΗΣ ΚΥΠΡΟΥ, 2015 — Στατιστική Υπηρεσία της Κυπριακής Δημοκρατίας.
- ↑ Ένωση Κοινοτήτων Κύπρου - Επαρχία Πάφου
- ↑ Union of Cyprus Communities - District of Paphos
- ↑ https://cystatdb.cystat.gov.cy/pxweb/en/8.CYSTAT-DB/8.CYSTAT-DB__Population__7.Population%20Census%202021/1800910E.px/table/tableViewLayout1/?loadedQueryId=0032b154-04b0-4cc9-a05a-71a7ba18b3bb&timeType=item
- ↑ Tsada — Postcode Query.
- ↑ Tsadha populated place, Pafos, Cyprus. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-31. ციტირების თარიღი: 2019-06-15
- ↑ Weather in Tsada today en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-28. ციტირების თარიღი: 2021-03-29
- ↑ GeoNames.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-10-09. ციტირების თარიღი: 2019-06-11
- ↑ Tsada - Cyprus en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-18. ციტირების თარიღი: 2021-03-29
- ↑ TSADA village in Cyprus | Information about TSADA in Cyprus | Accommodation in TSADA | Places of interest in TSADA | Churches and monasteries in TSADA | News and events in TSADA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-18. ციტირების თარიღი: 2019-06-11
- ↑ Tsada en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-02. ციტირების თარიღი: 2021-03-29
- ↑ Mindat.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-24. ციტირების თარიღი: 2021-06-21
- 1 2 Tsada Climate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-25. ციტირების თარიღი: 2025-04-21
- ↑ Tsada village en (2017-03-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-18. ციტირების თარიღი: 2019-06-14
- 1 2 Tsada climate: Average Temperature, weather by month, Tsada weather averages - Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 2019-06-14
- ↑ Tsada Climate. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-25. ციტირების თარიღი: 2025-04-22
- ↑ Tsada - Cyprus en-US. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-09-18. ციტირების თარიღი: 2019-06-14
- ↑ Simulated Historical Climate & Weather Data for Tsada. ციტირების თარიღი: 26 June 2024
- ↑ Tsada Climate Climate Normals for 2006-2025 — Tsada Weather Station. Tsada Climate Information. ციტირების თარიღი: January 12, 2025[მკვდარი ბმული]