შინაარსზე გადასვლა

ჩხრეკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩხრეკასისხლის სამართლის პროცესში საგამოძიებო ქმედება, რომელიც ტარდება იმ იარაღის, საგნის აღმოსაჩენად და ამოსაღებად, რასაც დანაშაულის კვალი ატყვია, ასევე, დანაშაულის გზით მოპოვებული ნივთის, ფასეულობის, სხვა საგნისა და დოკუმენტის აღმოსაჩენად, რომლებიც საჭიროა საქმის გარემოებათა გასარკვევად, აგრეთვე, ძებნილი პირირისა და გვამის აღმოსაჩენად.

საქართველოს კანონმდებლობით, ჩხრეკა უნდა ტარდებოდეს მოსამართლის ბრძანებით, რომელიც გაიცემა მომკვლევის, გამომძიებლის, პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე. ჩხრეკა ტარდება დამსწრეთა, ხოლო საჭიროების შემთვევაში სპეციალისტის მონაწილეობით. ჩხრეკის შესახებ დგება ოქმი კანონით დადგენილი წესით.