პანტელეიმონ ჩხიკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩხიკვაძე, პანტელეიმონ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვაძე.
პანტელეიმონ ჩხიკვაძე
დაბადების თარიღი 17 იანვარი, 1903(1903-01-17)
დაბადების ადგილი ბუკისციხე (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 15 აპრილი, 1940(1940-04-15) (37 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ

პანტელეიმონ ჩხიკვაძე (დ. 17 იანვარი, 1903, ბუკისციხე, ოზურგეთის მაზრა — გ. 15 აპრილი, 1940, თბილისი) — ქართველი საბჭოთა მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ღარიბი გლეხის, მელიტონ ჩხიკვაძის ოჯახში. დაამთავრა სოფლის ორკლასიანი სკოლა, შემდეგ სწავლობდა დაფნარის სამასწავლებლო სასწავლებელში, საჭამიასერის უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში და ჩოხატაურის გიმნაზიაში. 1922 წლის ივლისიდან ცხოვრობდა თბილისში. ჯერ მუშაობდა საქონლის სადგურში მტვირთავად, შემდეგ მუშათა პროფკავშირში. 1924 წელს აგვისტოს აჯანყების დროს გურიაში დააპატიმრეს. 1924 წლიდან მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე თბილისში. 1931 წლიდან სწავლობდა მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში, მაგრამ ავადმყოფობის გამო 1933 წელს სწავლა შეწყვიტა. 1927-1928 წლებში ტროცკისტობის ბრალდებით გარიცხული იყო პარტიიდან. 1925 წლიდან აქვეყნებდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

ქართულ საბჭოთა ლიტერატურაში ერთ-ერთმა პირველმა განასახიერა ინდუსტრიალიზმის თემა (რომანები „სართულები“ და „ამხანაგი ბუთხუზი“ ორივე 1931); გურია-სამეგრელოში 1905 წლის რევოლუციას მიუძღვნა რომანი „ნაბიჯები“ (1933), საკოლმეურნეო მშენებლობას რომანი „ახალი ხმელეთი“. საბჭოთა თემატიკას ეხება პანტელეიმონ ჩხიკვაძის მოთხრობები („რომანტიკული ამბავი“, 1932; „შეძლებული ცხოვრებისაკენ“, 1934; „მეცხრე ცაზე“, 1936 და სხვა) და ნარკვევები მწერლის თხზულებებს პოპულარობა მოუტანა აქტუალურმა პრობლემატიკამ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]