გრიგოლ ჩხიკვაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჩხიკვაძე, გრიგოლ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩხიკვაძე.

გრიგოლ ზაქარიას ძე ჩხიკვაძე (დ. 14/27 აპრილი, 1898, თბილისი24 დეკემბერი, 1986, იქვე) — ქართველი მუსიკისმცოდნე-ფოლკლორისტი და პედაგოგი, ხელოვნებათ-მცოდნეობის დოქტორი, პროფესორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ქართული ხალხური მუსიკის კაბინეტისა და ქართული ხალხური მუსიკალური შემოქმედების კათედრის დამაარსებელი და გამგე. ცნობილი ქართველი მსახიობი რამაზ ჩხიკვაძის მამა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზიტორო ფაკულტეტი, 1932 წელს ლენინგრადის კონსერვატორია. 1935 წელს ლენინგრადის ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა ფოლკლორის განხრით.

1935-1939 წლებში მისი ინიციატივით დაარსდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ფოლკლორის კაბინეტი. სხვადასხვა დროს იყო ხალხური შემოქმედების სახლის (დღევანდელი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის) ფონოლაბორატორიისა და საექსპედიციო განყოფილების გამგე.

უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური სიმღერების შეგროვებისა და ნოტებზე მათი გადატანის საქმეში. 1917 წლიდან მოყოლებული აქტიურ შემკრებლობით მუშაობას ეწეოდა. იგი სისტემატიურად ხელმძღვანელობდა ექსპედიციებს საქართველოს სახვადასხვა რეგიონებში. გამოცემული აქვს ხალხური სიმღერების კრებულები.

ნაშრომები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართველი ხალხის უძველესი სამუსიკო კულტურა. (1948). თბილისი: საქართველოს სსრ მუსიკალური ფონდი (ქართულ ენაზე)
  • ქართული ხალხური საგუნდო კულტურა. ქართულ ენაზე. "საბჭოთა ხელოვნება", 1953, #4 (ქართულ ენაზე).
  • მუსიკალური საკრავი ებანი და მისი რაობა. (1955). კრებულში "მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის", VIII: გვ. 51-64. თბილისი: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა (ქართულ ენაზე).
  • Чешский музыкант Йозеф Ратил в Грузии. «Советская музыка». 1955, № 8
  • Грузинская народная песня и собирательская работа. (1956). В сборнике: «Музыковедение и музыкальная критика республик Закавказья». Москва: Государственное музыкальное издательство (რუსულ ენაზე)
  • Грузинские народные песни. (1956). Чхиквадзе, Григорий (Запись, общая редакция, предисловие и примечания). Москва: Государственное музыкальное издательство (რუსულ ენაზე)
  • Древнегрузинская музыкальная культура. (1957). В сборнике: Цулукидзе, Антон (гл. ред.). Грузинская музыкальная культура. (стр. 7-20). Москва: Государственное музыкальное издательство (რუსულ ენაზე)
  • Народная песня. (1957). В сборнике: Цулукидзе, Антон (гл. ред.). Грузинская музыкальная культура. (стр. 21-64). Москва: Государственное музыкальное издательство (რუსულ ენაზე)
  • ქართული ხალხური სიმღერა. (1960). ჩხიკვაძე, გრიგოლ (რედაქტორ-შემდგენელი). I ტ. თბილისი: საბჭოთა საქართველო (ქართულ და რუსულ ენებზე)
  • Грузинское народное хоровое искусство и современное состояние. (1960). მსე. ტ. 11. თბილისი: მეცნიერება (ქართულ ენაზე).
  • თანამედროვე მუსიკალური ფოლკლორი. (1960). თბილისი: პოლიტიკური და სამეცნიერო ცოდნის გავრცელების საზოგადოება (ქართულ ენაზე).
  • Народная музыка и народная хореография. Грузины. (1962). Народы Кавказа. Т. II (стр. 342-350). Москва:
  • ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ისტორიოგრაფია. (1963). მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის, XII-XIII: 216-234 (რეზ. რუს. ენაზე)
  • Основные типы грузинского народного многоголосия. (1964). Москва: Наука. (VII международный конгресс антропологических и этнографических наук) (რუსულ ენაზე);
  • მუსიკის ელემენტარული თეორია. (1966). თბილისი: განათლება (ქართულ ენაზე).
  • Grundtypen der Mehrstimmigkeit im grusinischen Volkslied. (1968). ქართული ხალხური სიმღერის ტიპები.
  • Sonderdruck aus: Beiträge zur Musikwissenschaft. Heft 3. Berlin (გერმანულ ენაზე)
  • La cultur musicale populaire géorgienne. (1969). ქართული ხალხური მუსიკალური კულტურა. Bedi Kartlisa. Revue de kartvélologie. P. XXVI. Paris. ალმანახი `ბედი ქართლისა~. პარიზი (ფრანგულ ენაზე)
  • La music géorgienne (1972). Bedi Kartlisa. Revue de kartvélologie. Paris. ქართული მუსიკა. (1972). ალმანახი `ბედი ქართლისა~. პარიზი (ფრანგულ ენაზე)
  • Грузиньскი народнი пიснი. Пიсенник. (1977). Киიв (უკრაინულ ენაზე)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]