ჩქუნეთის წმინდა გიორგის ნიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩქუნეთის წმინდა გიორგის ნიში — არქიტექტურული ძეგლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუნეთში. აგებულია XIX საუკუნეში.

ძველი ეკლესიის ადგილას ადგილობრივ მოსახლეობას აუგია ნიში. ეკლესიის გეგმა არ იკითხება. ჩანს საძირკვლის ფრაგმენტები. ადგილობრივი წარმოშობის სამშენებლო ქვა ფლეთილია. იქვე ხეზე კიდია ეკლესიის ზარი მხედრული წარწერით: "ზარი შევწირეთ ცქვნეთის (ცქუნეთის) წმინდა გიორგის დიმო და ბიძი მელაძეებმა ჩ.შ.". ეს ზარი თანაფარდობაში მოდის იქვე მდებარე ბოლნური ჯვრის წარწერასთან: "ჯვარი შევწირე წმინდა გიორგის დიმო მელაძე ჩ.ყ.მ. გ.". ჯვრის ცენტრში გამოსახულია წმ. გიორგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 220