ჩუ (მდინარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩუ/შუ
ყირგ. Чүй, ყაზახ. Шу
E8115-Chu-Valley.jpg
ჩუს ხეობა, ყირგიზეთი, თოქმაქის ქვემოთ
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
ქალაქები ქემინი, თოქმაქი, შუ
მარჯვენა შენაკადები ჩონგ-ქემინი, ყაყფათასი
მარცხენა შენაკადები ისიქ-ათა, ალამედინი, აქსუ, ალა-არჩა, ყურაღათი
სათავე ჯოონ-არიქისა და ქოჩქარის შეერთება
42°13′16″ ჩ. გ. 75°44′29″ ა. გ. / 42.22111° ჩ. გ. 75.74139° ა. გ. / 42.22111; 75.74139
შესართავი აშიქოლის ღრმული
44°59′00″ ჩ. გ. 67°43′00″ ა. გ. / 44.98333° ჩ. გ. 67.71667° ა. გ. / 44.98333; 67.71667
სიგრძე 1186 კმ
აუზის ფართობი 68 000 კმ²
წყალსაცავი ორთო-თოქოი, თასოთქელი
წყლის ხარჯი (საშ.) 53,5 მ³/წმ
ჩუ (მდინარე) — ყაზახეთი
ჩუ (მდინარე)
ჩუ (მდინარე)
Blue 0080ff pog.svg — სათავე, Blue pog.svg — შესართავი
Commons-logo.svg ჩუ/შუ ვიკისაწყობში

ჩუ (ყირგ. Чүй), შუ (ყაზახ. Шу) — მდინარე აზიაში, ყირგიზეთსა და ყაზახეთში. წარმოიქმნება მდინარეების ჯოონ-არიქისა და ქოჩქარის შეერთებით, ისინი სათავეს თერსქეი-ალათაუსა და ყირგიზეთის ქედების ფერდობების მყინვარებიდან იღებს. სიგრძე 1186 კმ, აუზის საერთო ფართობი (გაუდინარი არეების ჩათვლით) დაახლ. 68 ათ. კმ². შეერთების ადგილის ქვემოთ მიედინება ისიქ-ქოლის ქვაბულში. მდინარე ჩუსა და ისიქ-ქოლის ტბის წყალგამყოფი სუსტადაა გამოხატული, 1950-იან წლებში ქუთემალდის ტოტით წყალმოვარდნის წყლები მდინარიდან ტბაში ჩაედინებოდა. ადგილ ქაფჩიგაისა და ბოომის ხეობის გავლის შემდეგ მდინარე შედის ჩუს ხეობაში. ქვემო წელზე კალაპოტი რამდენიმე ტოტად იყოფა, რომლებიც წყალდიდობის დროს ფართოდ გადმოდის ნაპირებიდან. ჩუ იკარგება აშიქოლის ღრმულში. ძირითადი შენაკადებია: ჩონგ-ქემინი, ყაყფათასი (მარჯვენა), ისიქ-ათა, ალამედინი, აქსუ (აქ-სუუ), ყურაღათი (მარცხენა). იკვებება ძირითადად თოვლის, ნაწილობრივ კი წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის წლის თბილ პეროდში (ივლისი – აგვისტო). წყლის საშუალო მრავალწლიური ხარჯი ჩუს ხეობაში 53,5 მ³/წმ (ჩამონადენის წლიური მოცულობა 1,7 კმ³). დარეგულირებულია ორთო-თოქოისა (ყირგიზეთი) და თასოთქელის (ყაზახეთი) წყალსაცავებით. მდინარის წყალი გამოიყენება სარწყავად. აგებულია ჩუს დიდი არხი — ქალაქ ქემინიდან ბიშკეკის გავლით (ყირგიზეთი) ქალაქ ოითალამდე (ყაზახეთი). მდინარეზე განლაგებულია ქალაქები (დინების მიმართულებით): ქემინი, თოქმაქი (ყირგიზეთი), შუ (ყაზახეთი).[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Михайлова М. В. Чу // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 627.