ჩუხჩარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუხჩარხი, ჩუხჩერახი — მოხელე ფეოდალურ საქართველოში. მას ჰქონდა სამხედრო ფუნქცია და ევალებოდა მეფის დაცვა, იყო მეფის მცველების უფროსი. მეფეს თან ახლდა მგზავრობის დროს და სხვა მოხელეებთან ერთად მის წინ მიდიოდა. ევალებოდა, პირველს ენახა ის ადგილები, სადაც მეფე უნდა მისულიყო, შემდეგ მობრუნებულიყო და მეფეს გასძღოლოდა. ჩუხჩარხი დიდი და საპატიო მოხელე იყო. წერილობით ძეგლებში ის ვაზირებთან ერთად იხსენიება. ცნობილია თამარ მეფის ჩუხჩარხი ბოცო ბოცოსძე.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]