ჩურჩულს გადაჩვეული კაცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ჩურჩულს გადაჩვეული კაცი“
ავტორი რევაზ მიშველაძე
ქვეყანა საქართველო
ჟანრი რომანი
გამომცემელი საქართველოს მაცნე
გამოცემის თარიღი 2010
მედია წიგნი (რბილი ყდა)
ISBN 2000000076270

ჩურჩულს გადაჩვეული კაცირევაზ მიშველაძის რომანი[1]. ავტორის თქმით, ეს არის ნაწარმოები „ადამიანზე, რომელიც იმდენი აჯანჯღარა ამ მუხთალმა წუთისოფელმა, იმდენი განსაცდელი შეხვდა, რომ ჩურჩულს გადაეჩვია... ამ ნაწარმოების გმირს XX საუკუნის ბოლო და XXI საუკუნის პირველი ნახევარი აქვს დანახული. გადატანილი აქვს ამ პერიოდში მომხდარი ომები, მაგრამ ამასთან ერთად დანახული აქვს სიყვარული, ადამიანობა, მეგობრობა...“[2]

მწერლის კომენტარი ნაწარმოების შესახებ: „პირდაპირ გეტყვით, რომ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ეს ყურადღება განაპირობა იმან, რომ ჩემი წიგნი შეეხება ჩვენს თანამედროვეობას. შევეცადე, ოცდამეერთე საუკუნის მოქალაქე დამეხატა განსხვავებული სოციალური მდგომარეობით, განსხვავებული დამოკიდებულებით რევოლუციისადმი, ომისადმი, სიყვარულისადმი (ქალის სიყვარულზე მოგახსენებთ). შევეცადე თქვენი, ჩემი, ჩვენი საზოგადოების ხასიათი დამეჭირა. ახლა მირეკავენ და მეუბნებიან, თქვენი რომანის პერსონაჟებსაც კი ვცნობთ ჩვენი თანამედროვეობიდანო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.“ [3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]