ჩურო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩურო

ჩურო (ესპანურად: churro) ესპანური ზეთში შემწვარი საკონდიტრო ნაწარმია. ხშირად მას მიირთმევენ, როგორც წასახლემსებელს. ჩურო გავრცელებულია ესპანეთსა და პორტუგალიაში, რის შედეგადაც კერძი გავრცელდა ფილიპინებსა და ლათინურ ამერიკაში. მას მიირთმევენ მთელს მსოფლიოში განსაკუთრებით სამხერთ- დასავლეთ ამერიკაში და განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც პორტუგალიური და ესპანური წარმოშობის მიგრანტების დიდი რაოდენობაა. ესპანეთში ნაწარმი თხელია, ხშირად გაკვანძული, ზოგიერთ შემთხვევაში კი გრძელი. ჩუროს მიირთმევენ დილაობით, საუზმეზე, ცხელ შოკოლადთან ერთად.[1] მას ხშირად ზემოდან შაქარი აქვს მოყრილი. სახელწოდება ჩურო გამოიყენება ესპანეთში, ესპანურენოვან ამერიკასა და ბრაზილიაში.

პორტუგალიაში ჩურო იყიდება როგორც ესპანური ნაწარმი. პორტუგალიისთვის დამახასიათებელია მცირედით განსხვავებული კერძი, სახელწოდებით პორა, რომელსაც ჩუროსგან განსხვავებით შიგთავსი აქვს. შიგთავსი მოიცავს კრემებს და ჟელეებს. პორტუგალიური ფარტურას (ასევე ჩუროს მსგავსია) ყველაზე პოპულარული ცომეულია მთელს პორტუგალიაში.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გვატემალური სტილის ჩურო

ჩუროს წარმოშობის ისტორია გაურკვეველია. ერთი თეორიის თანახმად, ნაწარმი ევროპაში ჩინეთიდან შემოიტანეს პორტუგალიელებმა. პორტუგალიელები აღმოსავლეთისკენ მიცურდნენ და მინგის დინასტიიდან ჩინეთიდან პორტუგალიაში დაბრუნებისას მათთან ერთად შეიტანეს ახალი კულინარიული ტექნიკა, მათ შორის ცომი იოუტიაო, რომელიც ჩუროს მსგავსი კერძია. ახალი საკონდიტრო ნაწარმი მალევე შემოიტანეს ესპანეთში, სადაც შეცვალეს ცომის შემადგენლობა და განაახლეს ფორმა.

კიდევ ერთი თეორია არის ის, რომ ჩურო ესპანელმა მწყემსებმა დაამზადეს, გამომცხვარი ნაწარმის ჩასანაცვლებლად. ჩუროს დამზადება მშრალ ადგილას, ღია ცეცხლზე ხდება, რაც მთაში მარტივ საქმეს წარმოადგენდა. [3]

მსგავსი სტილის, ზეთში შემწვარი ცომის კერძები გვხვდება ხმელთაშუა ზღვის ნაპირებზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია ძველი რომაული და ბერძნული მსგავსი სტილის კერძები. [4]

მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩურო იწვება მანამ, სანამ ხრაშუნა არ გახდება. ზოგჯერ გემოვნების მიხედვით ზემოდან აყრიან შაქარს. ჩუროს ფორმას სპეციალური ხელსაწყო განაპირობებს, რომელიც ვარსკვლავის ფორმის გრძელ ცომის მასას უშვებს ცხელ ზეთში. ჩურო შეიძლება იყოს როგორც ვარსკვლავის ფორმის, ასევე პრიზმის ფორმის, სწორი, დახვეული ან სპირალური სახის.

ჩუროს ანდალუსიური ვარიანტი

ბრეზელების (გერმანული ცომის ნაწარმი) მსგავსად, ჩუროს ქუჩაში ყიდიან. მათ ქუჩაშივე წვავენ და მომხმარებლებს ცხელს სთავაზობენ. ესპანეთში და ლათინური ამერიკის დიდ ნაწილში ნაწარმს მიირთმევენ როგორც საუზმეზე, ასევე შესვენებებზე წასახელმსებლად. გარდა ამისა, ქვეყნებს, როგორიცაა კოლუმბია, პერუ, ესპანეთი და ვენესუელა, მთელი ქვეყნის მასშტაბით აქვთ ქუჩებში ჩურერიები (ჩუროს დასამზადებელი პუნქტები). პორტუგალიაში, მათ ჩვეულებრივ მიირთმევენ კარნავალებზე, ბაზრობებსა და სხვა დღესასწაულებზე.

ჩურო შოკოლადის სოუსით

ჩუროს ცომი არის ფქვილის, წყლისა და მარილის ნარევი. ზოგიერთ ვერსიას ამზადებენ კარტოფლის ფქვილისაგანაც.

ჩურო ესპანეთის სამხრეთ ნაწილში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სევილიაში, ჩუროს ნაცვლად ზოგჯერ გამოიყენებენ სიტყვას- კალიენტეს (ნიშნავს ,,ცხელი"). ეს ტენდენცია ეხება ნაწარმის სქელ ვარიანტს, რომელსაც პორრა ეწოდება. ესპანეთის ამ ნაწილში ჩურო ჩვეულებრივ შემწვარი უწყვეტი სპირალის ფორმისა და სწორედ შეწვის შემდეგ ჭრიან მას სასურველ ზომებად. სპირალის ცენტრი უფრო სქელი და რბილია და ბევრისთვის დელიკატესს წარმოადგენს. კერძი ასევე იყიდება სახელწოდებით "calentitos de papas", სახელი გულისხმობს კარტოფილის უფრო ნაზ პიურეს ტექსტურას. [5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "When Miami Temps Plunge Below 60, It's Time For Hot Churros". NPR.org.
  2. "Você já comeu porras?". Conexão Portugal.
  3. "Churros: The Hidden History". The Huffington Post. 2011-08-18. Retrieved 2011-10-16.
  4. Randolph, Mike (17 June 2020). "The complex origin of beloved churros". BBC.
  5. Díaz, Ana (2012-10-31)."Calentitos versus churros" . ABC. Retrieved 19 June 2014.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩურო&oldid=4045307“-დან