ჩუნა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუნა ― მდინარე რუსეთში, ირკუტსკის ოლქსა და კრასნოიარსკის მხარეში, მდინარე ტასეევის მარჯვენა შემადგენელი. სიგრძე 1203 კმ. სათავე აქვს უდის ქედზე. ზემოთში მიედინება ვიწრო მთათაშორის სისტემაში, ქვემოთ – შუა ციმბირის ზეგანზე. ადგილ-ადგილ აჩენს ჭორომებს. საზრდოობს წვიმის და თოვლის წყლით. იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. მის ნაპირზეა ქალაქი ნიჟნეუდინსკი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ჩუნა&oldid=4455355“-დან