ჩუმლაყის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუმლაყის ყველაწმინდის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში, სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე დგას, სასაფლაოზე, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია ( 8,25 x 5,4 მეტრი). სამხრეთიდან ეკვროდა თანადროული მინაშენი, რომელიც ეკლესიას წყობით უკავშირდებოდა (შემორჩენილია აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლის მცირე ნაწილები, და აფსიდის ჩრდილოეთ გვერდის ნაშთი). შენობა ნაგებია რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით. 1995 წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა, ხოლო 2008 წელს მთლიანად აღადგინა (პროექტის ავტორი არქიტექტორი ზ. ჯოხაძე). აღადგინეს სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, რომელშც მოწყობილი იქნა შესასვლელი, ამოაშენეს აფსიდის ჩრდილოეთ კედლის და დანარჩენი კელდების დანგრეული ნაწილები, იატაკი მოიგო რიყის ბრტყელი ქვებით, კედლებს გაუკეთდა აგურის ორსართულიანი ლავგარდანი, ეკლესია გადახურეს კრამიტით, ხოლო ირგვლივ მოაწყვეს სარინელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]