ჩულიმი (ობის შენაკადი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩულიმი
Чулым

ჩულიმი აჩინსკთან
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეულები ტომსკის ოლქი, ხაკასეთი და კრასნოიარსკის მხარე
ქალაქები ნაზაროვო, აჩინსკი და ასინო
სათავე 54°56′56″ ჩ. გ. 89°50′02″ ა. გ. / 54.94889° ჩ. გ. 89.83389° ა. გ. / 54.94889; 89.83389
შესართავი ობი
57°43′54″ ჩ. გ. 83°49′34″ ა. გ. / 57.73167° ჩ. გ. 83.82611° ა. გ. / 57.73167; 83.82611
სიგრძე 1799 კმ
აუზის ფართობი 134 000 კმ²
წყლის ხარჯი (მინ.) 108 მ³/წმ
წყლის ხარჯი (საშ.) 785 მ³/წმ
წყლის ხარჯი (მაქს.) 8220 მ³/წმ
ჩულიმი (ობის შენაკადი) — რუსეთი
ჩულიმი (ობის შენაკადი)
ჩულიმი (ობის შენაკადი)
— სათავე, — შესართავი
ჩულიმი ვიკისაწყობში

ჩულიმი (რუს. Чулым) — მდინარე ტომსკის ოლქში, ხაკასეთსა და კრასნოიარსკის მხარეში, ობის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 1799 კმ, აუზის ფართობი 134 ათ. კმ². წარმოიქმნება მდინარეების თეთრი და შავი იუსის შეერთებით, რომლებსაც სათავე აქვთ კუზნეცკის ალათაუში. სათავიდან ქალაქ აჩინსკამდე მთის მდინარეა, ჩულიმ ენისეის ქვაბულში იტოტება, ქვემოთში განიერ (10 კმ-მდე) ჭალას წარმოქმნის, სადაც უამრავი ტბა და ნარიონალია. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის მაის-ივლისში. წყლის საშუალო ხარჯი 785 მ³/წმ, მაქსიმალური (შესართავიდან 131 კმ-ზე) — 8220 მ³/წმ, მინიმალური — 108 მ³/წმ. იყინება ნოემბრის დასაწყისში, ყინულძვრაა აპრილ-მაისში. გამოიყენება ხე-ტყის დასაცურებლად. სანაოსნოა შესართავიდან 1773 კმ. ჩულინის ნაპირზეა ქალაქები: ნაზაროვო, აჩინსკი და ასინო

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედ მკვლევარს იოჰან პეტერ ფაკალს აღნიშნული ჰყავს XVIII საუკუნეში ჩულიმის ნაპირებზე მცხოვრები ნადირობა-შემგროვებლობის მიმდევარი ტომები.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. K. David Harrison (2007) When Languages Die: The Extinction of the World's Languages and the Erosion of Human Knowledge, p. 70-72, published by Oxford University Press US, ISBN 0-19-518192-1, 304 pages [1]