ჩუკურის შადრევანი
ჩუკურის შადრევანი ((სერბ. Чукур чесма/Čukur česma) — ძეგლი, რომელიც აშენდა 1862 წლის 15 ივნისის ჩუკურის შადრევნის ინციდენტის სახსოვრად. ეს ინციდენტი დაიწყო ბიჭის - საბო პეტკოვიჩის - სიკვდილით და გადაიზარდა კონფლიქტად სერბეთსა და ოსმალეთის იმპერიას შორის (სერბეთი იმ დროს ოსმალთა ბატონობის ქვეშ იყო).[1] ფონტანთან კამათის შემდეგ, სერბულმა და თურქულმა პოლიციამ ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც ქალაქში ანტიოსმალური ამბოხება დაიწყო, რომელიც მთელი ღამე გაგრძელდა. მეორე დღეს ზავი დაიდო და ოსმალურ პოლიციას ებრძანა, დაეტოვებინა ბელგრადის სიმაგრე სერბეთის მთავრობის მიერ უსაფრთხოების გარანტიებით.[2] მომდევნო დღეს, სანამ ბელგრადის ფაშა კონსულებს იწვევდა სიმაგრეში, ოსმალურმა ზარბაზნებმა ქალაქის დაბომბვა დაიწყეს, რამაც გამოიწვია 50 მშვიდობიანი მოქალაქისა და ჯარისკაცის სიკვდილი, 20 სახლის განადგურება და კიდევ 357 სახლის დაზიანება. ფაშას ბრძანების მიზეზი უცნობია. ზოგიერთი წყარო მიუთითებს, რომ დაბომბვა გამოიწვია სერბების მიერ სიმაგრეზე მუშკეტების სროლამ,[3] ხოლო ბრიტანელმა გენერალურმა კონსულმა დაასკვნა, რომ დაბომბვა იყო „პანიკისა და ცრუ შეშფოთების უბრალო შედეგი“.[4] დიდი ძალების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ოსმალურ ძალებს დაეტოვებინათ ბელგრადის ციხესიმაგრე. მომდევნო წელს 8,000-ზე მეტმა მუსლიმმა დატოვა ქალაქი.

ძეგლი და შადრევანი მდებარეობს დობრაჩინას ქუჩაზე, ბელგრადში, სერბეთში, საწყისი კონფლიქტის ადგილას. შადრევანზე განთავსებულია მოკლული შეგირდი ბიჭის ბრინჯაოს სკულპტურა, სახელწოდებით „ბიჭი გატეხილი ქვევრით“. მემორიალური შადრევანი აშენდა 1931 წელს იმ ფონდის სახსრებით, რომელიც თამბაქოთი მოვაჭრე თომა ვანდელის ანდერძის თანახმად შეიქმნა.[5] მარმარილოს ფუძეზე განთავსებული ბრინჯაოს სკულპტურის დიზაინი შექმნა სიმეონ როქსანდიჩმა, სერბული რეალისტური მოძრაობის სკულპტორმა. ცამეტი წლის ბიჭი, ვლასტიმირ პეტკოვიჩი, იყო სკულპტურის მოდელი (ეს იყო შემთხვევითობა, რომ მას იგივე გვარი ჰქონდა, რაც კონფლიქტის მსხვერპლს).
ძეგლზე ეწერა შემდეგი სიტყვები:
(ყველა წყარო ამ მოვლენის შესახებ მიუთითებს 1862 წლის 15 ივნისზე (ახალი სტილით), რაც შეესაბამება 3 ივნისს (ძველი სტილით). უცნობია, რატომ არის ძეგლზე გამოყენებული 26 მაისი.)[6]
ძეგლის შესაქმნელად პირველი კონკურსი გამოცხადდა 1912 წელს, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამ ძეგლის აშენება გადაავადა. ამ ტენდერის შესახებ მცირე ინფორმაცია არსებობს, ალბათ პირველი მსოფლიო ომის მასშტაბმა ძეგლის აშენება შეუძლებელი გახადა.
1927 წელს როქსანდიჩმა წარადგინა ძეგლის პროექტი ბელგრადის მუნიციპალიტეტის სამხატვრო განყოფილებაში. ნაგებობა აშენდა სკულპტურით მარმარილოს ფუძეზე და პატარა აუზით, სადაც წყალი იღვრებოდა ქვევრიდან. შადრევნის გვერდით მარმარილოს სკამი დადგეს. ძეგლი დასრულდა 1931 წელს.
1965 წლის 5 თებერვალს ფონტანი გამოცხადდა კულტურის ძეგლად.[7]
2010 წლის მაისში ვანდალებმა მოიპარეს ბიჭის სკულპტურა, ჩაქუჩით დააზიანეს და 20 ათასი დინარად მიჰყიდეს კრნიაჩაში არალეგალური ნაგავსაყრელის მფლობელს.[8] სკულპტურა 22 ნაწილად დაიშალა, მაგრამ საბოლოოდ აღდგა. რეკონსტრუქცია სამი თვე გაგრძელდა.[9]
აგრეთვე იხილეთ
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vladimir Bubanjac, The Drinking Fountains in Belgrade, Belgrade, 1986, 27–39.
- Jovan S.Dajković, Belgrade and the Čukur Fountain incident, GMGB, book IV, Belgrade 1957, 313–326.
- Branislav Vučković, Čukur Fountain how was the present monument created, The heritage, IV, Belgrade, 2002.
- I. Bećković, Čukur Fountain, The Cultural Heritage Protection Institute of the City of Belgrade, Belgrade, 2009.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Wikimapia
- Čukur česma
- Branislav Vučković: Čukur Fountain - how today's monument came to be, Nasleđe, no. 4, 2002
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Vesković, Ivana (2010) Čukur česma = Čukur fountain. Belgrade: The Cultural Heritage Protection Institute of the City of Belgrade. ISBN 978-86-81157-45-9.
- ↑ Miller, William (1936). The Ottoman Empire and Its Successors, 1801-1927. Cambridge University Press, გვ. 253–255. GGKEY:5L37WGKCT4N.
- ↑ (1863) The Parliamentary Debates. Cornelius Buck, გვ. 13–18.
- ↑ (1870) British and Foreign State Papers. William Ridgeway, გვ. 409.
- ↑ Strangers of Belgrade, the story about the cosmopolitism and the energy of the city which lasts, Tourist Organization of Belgrade, Belgrade, 2009; Belgrade heritage, Cultural Heritage Protection Institute of the City of Belgrade
- ↑ Strangers of Belgrade, the story about the cosmopolitism and the energy of the city which lasts, Tourist Organization of Belgrade, Belgrade, 2009; Belgrade heritage, Cultural Heritage Protection Institute of the City of Belgrade
- ↑ Ukraden spomenik sa Čukur-česme (Politika, 23 May 2010), retrieved on 30 April 2013.
- ↑ Savu "ubili" drugi put (Večernje novosti, 24 May 2010), retrieved 30 April 2013.
- ↑ Čukur česma: Povratak bronzanog dečaka (Večernje novosti, 21 January 2011), retrieved on 30 April 2013.