ჩუიის სტეპი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქლემები ჩუიის სტეპში

ჩუიის სტეპი — მთათაშორისი ქვაბული ალთაის მთების სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ჩუიის ზემო დინებაში, კურაის ქედსა და სამხრეთ ჩუიის ქედს შორის. მდებარეობს 1750-2200 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე 70 კილომეტრამდე, სიგანე 30-40 კილომეტრი. აგებულია მყინვარული და ტბიურ-მდინარული ნალექებით. უმთავრესად ნახევარუდაბნოებია, გამოყენებულია საძოვრად. ჩუიის სტეპზე გადის ფედერალური ტრასა 52 „ჩუიის ტრაქტი“ მონღოლეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]