ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ჩუვ. Чăваш Автономлă Совет Социаллă Республики
რუს. Чувашская Автономная Советская Социалистическая Республик

რუსეთის სფსრ-ის ავტონომიური რესპუბლიკა

Flag of the Russian Soviet Federative Socialist Republic (1918–1925).svg
21 აპრილი, 19251992 Flag of Chuvashia.svg
Flag of the Chuvash ASSR.svg Coat of Arms of Chuvash ASSR (1978-1992).svg
დროშა გერბი
დედაქალაქი ჩებოქსარი
ენა ჩუვაშური, რუსული
მმართველობის ფორმა საბჭოთა რესპუბლიკა

ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (ჩუვ. Чăваш Автономлă Совет Социаллă Республики; რუს. Чувашская Автономная Советская Социалистическая Республик), ჩუვაშეთი — შედიოდა რუსეთის სფსრ-ის შემადგენლობაში. 1920 წლის 24 ივნისს შეიქმნა ჩუვაშეთის აო, ხოლო 1925 წლის 21 აპრილს გარდაიქმნა ასსრ-დ. მდებარეობდა აღმოსავლეთ ევროპის ვაკეზე, ვოლგის მარჯვენაპირეთში, მის შენაკადებს — სურასა და სვიაგას შორის. ფართობი 18,3 ათ. კმ². მოსახლეობა 1316 ათ. კაცი (1985). დედაქალაქი — ჩებოქსარი. რესპუბლიკაში 24 რაიონი, 9 ქალაქი და 7 დაბა იყო.

ჩუვაშეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა საერთო-სახალხო სახელმწიფო იყო. უკანასკნელი კონსტიტუცია მიღებული იქნა ჩუვაშეთის ასსრ-ის IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე VIII სესიაზე 1978 წლის 31 მაისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც ირჩევდა ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს აღმასრულებელ და განმკარგულებელ ორგანოს მინისტრთა საბჭო (მთავრობა) წარმოადგენდა, რომელსაც ჩუვაშეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭო ქმნიდა. სახელმწიფო ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოები იყო: სარაიონო, საქალაქო, ქალაქის რაიონების, სადაბო, სასოფლო სახალხო დეპუტატთა საბჭოები, რომელთაც მოსახლეობა ირჩევდა ორ-ნახევარი წლის ვადით. სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში ჩუვაშეთის ასსრ წარმოდგენილი იყო თერთმეტი დეპუტატით.

ბუნება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჯვენაპირეთი ეკავა ვოლგისპირა მაღლობს; მისი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილია ჩუვაშეთის პლატო (სიმაღლე 175-227 ), რომელიც ციცაბოდ ეშვებოდა ვოლგის ნაპირისაკენ. პლატოს ზედაპირი ძლიერ იყო დანაწევრებული ხრამებითა და ხევებით. მარცხენაპირეთი, ე.წ. ვოლგისიქეთი წარმოადგენდა ვაკეს (სიმაღლე 50-70 მ).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]