ჩუბინიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუბინიანთკარის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუბინიანთკარის სამხრეთ-დასავლეთით, 100 მეტრზე, ტყეში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. ეკლესია დარბაზულია (4,3 x 3 მეტრი), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები. ორივე მხრიდან ბრტყლად გადახურული შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, სწორკუთხა სარკმელია, რომლის სამხრეთით მცირე ზომის ორი ნიშია. კედლები შიგნით და გარედან შელესილია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]