ჩრდილო ამერიკელი ჰასიდი ებრაელები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩრდილო ამერიკელი ებრაელები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასიდები არიან ზერელიგიური ებრაელები, რომლებიც დეტალურად და ზედმიწევნით იცავენ ორთოდოქსალურ (Orthodox) კანონთა მიმდინარეობას, მაგრამ გამოყოფლები არიან ორთოდოქსალური ებრაელების ძირითადი ნაწილისაგან. ჰასიდური მოძრაობა საფუძვლებს იღებს მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის აღმოსავლეთ ევროპაში, როგორც პოპულისტური ცვლილება იმდროინდელი რაბინული ხელმძღვანელობის ზოგადი მახასიათებლებისა და ქმედებების წინააღმდეგ. ზოგადად ჰასიდები დაყოფილები არიან სხვადასხვა სექტად და საზოგადოებად. ამის თვალსაჩინო მაგალითია: ლუბავიტჩერისა (The Lubavitcher) და სატმარების (Satmar) ჯგუფები, რომლებიც ნიუ-იორკის სამხრეთ ნაწილში - ბრუკლინში სახლობენ. გარდა ამერიკის კიდვ სხვა დასახლებებისა თუ უბნებისა ჰასიდური საზოგადოება ცხოვრობს კანადის ტერიტორიაზეც.

იდენტიფიკაცია და დასახლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასიდთა ოჯახი ქუჩაში – ბრუკლინი

ჰასიდები ცხოვრობენ თავიანთი ძველი რწმენებით, შეხედულებებითა და ტრადიციებით, რომლებიც აუცილებლად ითვალისწინებს ორთოდოქსალურ კანონთა მიმდინარეობას. უნდა ითქვას ისიც, რომ ჰასიდები ვიზუალური მახასიათებლებითაც გამოიჩევიან. მამაკაცებს აქვთ გრძელი წვერი და ყურებთან ხვეული თმა, ატარებენ შავ კოსტუმს და ვრცელ პალტოებს. რაც შეეხება ქალებს ისინი ძირითადად ატარებენ გრძელ შავ კაბებს და თავზე აქვთ თავისებური თავსაფრები. მათი ცხოვრების წესი აუცილებლად უნდა იყოს უმანკო და ძირითად შემთხვევებში ისინი მხოლოდ თავიანთ გარემოცვასთან უნდა ურთიერთობდნენ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უმრავლესობას არ აქვს ტელევიზორი, რადიო და სხვა ასეთი სახის ტექნიკა, არც თეატრისა და კინოს ხშირი სტუმრები არიან. ისინი ჩაცმულობით და ლოცვის სტილით ბაძავენ მეთვრამეტე საუკუნეში მცხოვრებ თავიანთ წინაპრებს. ასევე ჰყავთ საკმაოდ განათლებული რელიგიური ლიდერები. მიუხედავად იმისა, რომ ჰასიდები არ აღიარებენ და ცნობენ უამრავ „დადგენილებას“, აგრეთვე დიდად არ არინ დაინტერესებულნი თანამედროვე ცხოვრებით და უკენასკნელ დეკადებში განვითარებული მოვლენებით, ისინი მაინც კარგად არიან ადაპტირებულები თანამედროვე მსოფილოსთან, ერთგულები არიან თავიანთი მიმდინარეობის მიმართ და ასე გრძელდება ეს ყველაფერი თაობიდან თაობაში. ჰასიდ ებრაელთა რიცხვი ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიებზე დაახლოებით90 000-იდან 100 000-მდეა. ყველაზე მეტი ჰასიდი ამერიკის მეგაპოლის ნიუ-იორკსსა და კანადის დედაქალაქ მონრეალში ცხოვრობს. გარდა ამ ორი ქალაქისა ჩრდილო ამერიკის დანარჩენი მასშტაბით მათი რიცხვი ამ ტერიტორიაზე ძალზედ მცირეა.

ისტორია და კულტურული ურთიერთობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასიდური მიმდინარეობა წარმოიშვა მეთვრამეტე საუკუნეში რუმინეთ-პოლონეთის საზღვარზე - გალიციაში და ასევე მეორე კერა იყო ვოლნიის რეგიონი უკრაინაში. ეს მიმდინარეობა დაარსდა რაბინ ბენ ელაეზერის (1700 – 1760), მოგვიანებით წოდებულ ბაალ შემ ტოვის მიერ. მიმდევართა რიცხვი თავიდანვე სწრაფად იზრდებოდა და იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ჰასიდური დაწესებულებები და ორგანიზაციები ყოველთვის ავტონომიური და ებრაელ ხალხთან დაკავშირებული იყო.

დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჰასიდი ებრაელების ძირითადი სამყოფელი იერუსალიმი და როგორც უკვე ზემოთ ითქვა ნიუ-იორკის ბრუკლინი იყო. ასევე მათი საკმაოდ დიდი რაოდენობა უკვეცხოვრობდა მონრეალში. ჰასიდების დასახლებები 1940-იან და 1950-იანი წლების ამერიკაში იმით გამოირჩეოდა, რომ ისინი მანამდე თითქმის არც კი იყვნენ ჩასულები ამერიკის ტერიტორიაზე. 1990 წილისთვის ბრუკლინის სამი დიდი რაიონი: უილიამსბურგი, ქროუნ ჰეითსსი და ბოროს პარკი უკვე მჭიდროდ იყო დასახლებული ჰასიდი ებრაელებით.

საარსებო და კომერციული აქტივობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასიდურ სამყაროში სამუშაო ყოველთვის დაბალანსებულია რელიგიურ ღირებულებებთან. ჰასიდი ებრაელები არ მისდევენ სამეწარემო შრომით კარიერას, რომელსაც დასავლეთ კულტურაში დიდი ადგილი უჭირავს. მაგრამ ყველაფერ ამის და მიუხედავად ისინი საკმაოდ კარგად და ორგანიზებულად ცხოვრობენ და ამავდროულად პირნათლად იცავენ რელიგიურ ვალდებულებებს. მათი სკოლის ძირითადი დებულების მიხედვით მამაკაცები ძირითადად სწავლობენ ბიზნესს ან სხვა კომერციულ საქმიანობებს, აგრეთვე არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც ისინი მხოლოდ საოჯახო ბიზნესში არიან ჩართულები. ჰასიდთა უმრავლესობა საკმაოდ ნიჭიერ მუშახელს წარმოადგენს. ასევე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჰასიდები აქტიურად არიან ჩართულები ბრილიანტის „ინდუსტრიაშიც“. გარდა ამისა მათ ჰყავთ: კარგი ელექტრიკები, დურგლები, ოპერატორები და მოვაჭრეები. მოკლედ რომ ითქვას ჰასიდები არჩევენ, რომ იყვნენ ან თვითდასაქმებულები, ან იმუშაონ ორთოდოქს ებრაელებისათვის, რომლებსაც მათთვის მოსაწონი რელიგიური ღირებულებები გააჩნიათ. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტების შედეგები დღესდღეობით ისაა, რომ მიუხედავად ჰასიდთა მცირე რაოდენობისა, მათი საწარმოები, ბიზნესები და ორგანიზაციები საკმაოდ კარგად ვითარდება და იზრდება, რაც თავის მხრივ ხაზს უსვავს ჰასიდ ებრაელთა პროფესიონალიზმსა და ნიჭს.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიჭები და გოგონები ყოველთვის ცალ-ცალკე არიან და არ იღებენ მონაწილეობას ისეთ აქტივობებში, სადაც ისინი ერთად შეიძლება აღმოჩდნენ. იდეაში ბიჭსა და გოგოს ქორწინებამდე არც კი უნდა ჰქონდეთ რაიმე სახის სექსუალური ურთიერთობა. ჰასიდთათვის მათი დაქორწინების საშუალო ასაკია 18-იდან 20 წელი. მათივე რწმენა-წარმოდგენებით ქორწინების ყველა წესი სათანადოდ უნდა იყოს დაცული. არის ასეთი ტრადიცია, რომ ხანდაან არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთი სექტის წარმომადგენლები დაქორწინდენენ ერთამნეთზე, შესაძლოა სხვადასხვა სექტის წარმომადგენლებმაც იქორწინონ და ამით დაახლოვდნენ სექტები, ერთმანეთის იდეოლოგიები გაიზიარონ. ქორწინებისთვის საჭიროა ოჯახის წევრების თანხმობაც. შობადობის კონტორლის უმეტესი ფორმები რელიგიურად აკრძალულია, ამიტომ მათში მრავალშვილიანობა ფართოდ გავრცელებული ტრადიციაა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წყვილები ძალიან იშვიათად ეყრებიან ერთმანეთს. ოჯახში მამაკაცებს ევალებათ უპირველეს ყოვლისა რელიგიური საქმიანობების შესრულება, ხოლო ქალები ძირითადად დიასახლისობით და ბავშვების აღრზდით არიან დაკავებულები.

სოციალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასიდური საზოგადოებისათვის უმნიშვნელოვანესია პატარა თაობების რელიგიურად აღზრდა. პატარაობიდანვე ბავშვები იზრდებიან ისეთ გარემოში სადაც სწავლობენ სიყვარულს, ქცევის ნორმებს და ითვისებენ რელიგიურ ღირებულებებს. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ბავშვებს ერთდროულად ღვთის შიშსა და სიყვარულს ასწავლიან. გოგონები და ბიჭები სხვადასხვა სკოლაში სწავლობენ და ერთად თითქმის არ არიან ხოლმე. საშუალო სკოლის დამთავრების შემდგომ ახალგაზრდები მიდიან ებრაულ სკოლაში (aka Yeshivah), სადაც ისწავლება იუდაიზმის ზოგადი საგნები. რაც შეეხება გოგოებს ისინი სხვა გზით მიდიან და სწავლობენ ლოცვებს, ბიბლიურ ისტორიებს, მორალურ მოძღვრებებს, კანონებსა და ასე შემდეგ. სწავლა გოგოებისთვისაც და ბიჭებისთვისაც ებრაულ ენაზეა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არა აკადემიური საგნები მაგალითად მუსიკა ან ფიზკულტურა აქ არ ისწავლება. რაც შეეხება საერო სწავლების პროგრამას გოგოებისთვის უფრო ლიბერალურია ვიდრე ბიჭებისთვის. ჰასიდური სკოლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ თაობებს კარგი და ხარისხიანი განათლება მისცეს. ბევრი აკრძალვა მათივე აზრით ისევ ბავშვების უმანკდ ჩამოყალიბებისთვის და აღზრდისთვისაა მიღებული.

რებეს როლი საზოგადოებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რებე იაკვებს უნიკალურ სტატუსს ჰასიდურ საზოგადოებაში. ყველანაირი გაგებით თავისი ხალხისთვის ის არის ლიდერი და უმთავრესი ფიგურა ნებისმიერ საკითხში. რებეს მრევლი მიდის მასთან რჩევისთვის, აღსარებისთვის და ასე შემდეგ. ხანდახან არის ხოლმე, როდესაც ფსიქოლოგიურ კონსულტაციასაც კი გადიოდნენ მასთან. საზოგადოების რწმენა-წარმოდგენით რებე არის გადებული ხიდი ხალხსა და ღმერთს შორის. ის ჰასიდები, ვინც ფიზიკურად შორს არიან თავიანთ რებესთან შეუძლიათ, რომ მასთან წერილი გაგზავნონ. რებეს სტატუსი მათი რწმენებით ღმერთისაგან დალოცვილია. რებეების მემკვიდრეობა გადადიის მამიდან შვილზე ან ახლო ნათესავებიდან ერთმანეთზე. რებე აღიარებულია საზოგადოების მხრიდან, როგორც უმანკო და მართალი, ამიტომ მის ნათქვამში ეჭვი არავის არ შეაქვს.

ჰასიდთა სასაუბრო ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იდიშური სიმღერა – კრაკოვი

ძირითად შემთხვევებში ჰასიდები საუბრობენ იმ ქვეყნის ენაზე სადაც ცხოვრობენ, მაგრამ საკმაოდ ბევრია შემთხვევა, როდესაც ისინი თავიანთ ძირძველ ინდო-ევროპულ ენაზე საუბრობენ ე.წ. Yiddish. ამით ისინი ცდილობენ, რომ თავიანთი ძველი ჩვევა-ტრადიციები ახალგაზრდა თაოებებისთვის ნელ-ნელა არ გაუცხოვდეს და დაიკარგოს. ამ ყველაფრის შესაბამისად ზემოთ ხსენებულ აშკენაზ ებრაელთა (aka Ashkenazi Jews)  ენაზე ბევრი ჰასიდი ბავშვი საუბრობს. თავის მხრივ ეს ყველაფერი დიდ დახმარებას უწევს, რომ ეს ენა არ დაიკარგოს. იდიშურ ენაზე აგრეთვე იბეჭდება გაზეთებიც და იწერება სხვადასხვა ნაწარმოები. ჰასიდურ საზოგადოებაში არსებობს იდიშურ ენაზე გადაღებული ფილმებიც და ასე შემდეგ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასიდურ მოთხრობათა უმეტესობა ლიტერატურული ჟანრისაა. ძირითად შემთხვევბში არსებობს ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები სხვადასხვა რებეს შესახებ, ასევე მორალური თემები[1]. ჰასიდთა ლიტერატურა მდიდარია ანეკდოტებითაც, რომლებიც რწმენის საკითხებს ეხება. წლების განმავლობაში უამრავი ჰასიდური მოთხრობა თუ სხვადასხვა ტექსტი ზეპირსიტყვიერად გადაიცემოდა. სწორედაც ამის გამო უძველესი წერითი ნაშრომი, რომელიც მკვლევრებმა აღმოაჩინეს 1815 წლით თარიღდება[2]. უმეტესობა ჰასიდური მოთხროებებისა რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. მოცემული ლიტერატურა მდიდარია აგრეთვე სხვადასხვა ბიოგრაფიული ტექსტით, რომლებიც წერის ტექნიკის მხრივ საკმაოდ გამართულია. არსებობს ჰასიდურ ენაზე შესრულებული მეტაფორული ნამუშევრებიც, რომლებიც ძირითადად სასწაულებზე და ღვთისმოშიშობაზეა დაწერილი.

ჰასიდი ქალები ამერიკის შეერთებულ შტატებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჰასიდი ქალი ამერიკული იუდაიზმის უნიკალურ სახეს წარმოადგენს. ჰასიდი ულტრამართლმადიდებელი ებრაელები ეკუთვნოდნენ სექტანტურ თემებს. ლოცულობდნენ და მუშაობდნენ როგორც კონკრეტულ რებეთა მიმდევრები. ისინი გამოეყვნენ ათვისებულ საშუალო ამერიკელ ებრაელებს, მაგრამ ქალი სუბკულტურაში პირველ რიგში განისაზღვრებოდა კაცის რელიგიური რიტუალებით და სამართლებლივი ვალდებულებებით. ისინი ასევე გამოეყვნენ მამკაცებს რომლის ცნობადი კაბის სტილი დიდი ხანია წარმოადგენს მამაკაცურ სატანდარტს გარეშე პირებისთვის. ჰასიდიზმი, როგორც იუდაიზმის რადიკალური მოძრაობა გაჩნდა ისრაელი ბენ ელიაზერის სწავლებიდან, პოლონეთში მეთვრამეტე საუკუნეში, რომელიც გავრცელდა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და მოედო სხვადასხვა რეგიონალურ სექტებს. ჰასიდებმა და ღვთისმოშიშმა ადამიანებმა რუსეთში და უნგრეთში უარყვეს დეტალური ერთგულება, ღვთისმოშიშობა, იუდეველებივით რწმენის  სიხარულითა და მისტიკური გამოხატვა ხშირად გამოხატული იყო კაცის მეშვეობით (რებეთა რიტუალური შეკრებები, და მისი მიმდევრების შთამაგონებელი სიტყვით გამოსვლა საღამოებზე, ჭამა, სიმღერები და ცეკვა). ჰასიდური მიმდინარეობის სწავლება შთააგონებს რომ ყოველდღიურ რუტინულ ასპექტებსაც კი შეუძლია გამოავლინოს სულიერი არსი თუკი მხურვალედ მიუახლოვდები მას. რელიგიურ მიზნებზე კონცენტრაციით ყველა აქტის მიმართ, ზოგოერთ ჰასიდს სჯერა რომ ამით დააჩქარებს მომავალ მესიას და ამით დასრულდება ყველა ებრაელის მიწიერი დევნა და ტანჯვა. აქცენტი ჰასიდი ბიჭების რელიგიურ განათლებაზე გადაიზარდა აღმოსავლეთ ევროპის გამორჩეულ Yeshiv-ის ქსელში, რომელიც აწარმოებს უფრო მეტ მეცნიერსა და რაბინებს, რათა ემსახურონ შორეულ თემებს. ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნეში ქალები და გოგონები არ ცდილობდნენ წარსულში გადაადგილებას საბაზისო ცოდნისთვის ყოველდღიურ და სადღესასწაულო ლოცვაში. ეს გარკვეული ქალი ფუნქციონირებდა როგორც  პატივცემული მეცნიერი ან მისტიური ქალი, ეკლესიური ლიდერი ან მასწავლებელი. ამ ადრეულ ათასწლეულების მოძრაობას დღეს მწვავედ ეკამათებიან ებრაელი ისტორიკოსები. ადრეულ მეოცე საუკუნეში, როდესაც გასაგები გახდა რომ ჰასიდ ქალს სწყუროდა ცოდნა, მათ დაიწყეს განათლების მიღება საერო სახელმწიფო სკოლებში. ჰასიდიზმი ისწავლებოდა გოგონების განვითარებისთვის დასავლეთ ევროპაში. მაგალითად – Bais Yaokov-ის სკოლის სისტემა, რომელიც დაარსებული იყო Sarah Schenirer-ის მიერ პოლონეთში. ეს სგანმანათლებლო გამორვიძება ჰასიდი ქალებისა შემთხვევით არ მიმდინარეობდა ფემინისტური მოძრაობის პარალელურად ომამდელ დასავლეთ ევროპაში. სამწუხაროდ ჰასიდი გოგოების აკადემიები მსახურობდა მხოლოდ ერთი თაობა მათ განადგურებამდე ჰოლოკოსტში. იმ დროისთვის როცა ნაცისტური ჰოლოკოსტის აგენტებმა მოიტანეს სიკვდილი ჰასიდთა სოფლებში, ბევრი ებრაელი უკვე გაქცეული იყო ჩრდილოეთ ამერიკისა და ისრაელის გადანერგილ თემებში. 1920-დან 1950-წლამდე ჰასიდთა ლიდერების, მიმდევრების აქტივისტების და ლტოლვილთა ნაკადები მიემართებოდა დაბალი შემოსავლების ებრაულ უბნებში, ბრუკლინსა და იერუსალიმში. ომის შემდეგ ჰასიდური მიმდინარეობა სწრაფად აყვავდა თითოეული განადგურებული საზოგადოების ცალკეული და სამეცნიერო მოდგმის აღდგენით. დღეს ლუბავიტჩერის, სატმარ ბელზერის, გერის, ბობოვერის და სხვა სექტების შთამომავლები დასახლდნენ ჰასიდურ თემებში რამდენიმე კონტინენტზე. ქალები მსახურობდნენ ისევე როგორც მნიშვნელოვანი აგენტები რწმენასა და ოჯახის ცხოვრებაში, გადასცემდნენ ჰასიდურ რწმენას ახალი თაობის მიმდევრებს. თავიანთი საზოგადო როლის გაზრდით იზრდებოდა საგანმანათლებლო გამოცდილებაც. ზემოთ ხსენებული სექტები აგრძელებს განსხვავებას სამუშაო და საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე სადაც დასაშვებია ქალები. კითხვების გარეშე ერთ–ერთი ყველაზე ღრმა ომის შემდგომი ცვლილებები საერთო იყო სასკოლო გოგონებისთვის. მოხდა ჰასიდური სამრევლო სკოლებისა და გოგონების კოლეჯის სწრაფი გაფართოება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ქალები შეუერთდნენ კაცების სამეცნიერო რიგებს, როგორც რელიგიური ავტორიტეტის გაწევის ინტერპრეტაცია ებრაული კანონით. გოგონათა სკოლა პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ დაიცვას ჰასიდთა ქალიშვილები გარე საზოგადოების საერო გავლენისაგან, ვიდრე გააცნონ მათ მოწინავე სასწავლო გეგმის ტიპური ვაჟთა განათლება. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ადვილად გამოსაცნობია ჰასიდი მამაკაცი, როგორც ულტრამართლმადიდებელი იუდაიზმის მიმდევარი შავ ქუდსა და ფოჩებში. Yeshiva სწავლება და ყოველდღიური ღვთისმოსაობის ერთგულება აქცევს მას წმინდა კაცად ჩვენს საზოგადოებაში. გაცილებით ნაკლებად თვალსაჩინოა ჰასიდი ქალი, თუმცა არანაკლებ მორწმუნე. მიუხედავად იმისა, რომ მისი საერო განათლება შემოიფარგლება საშუალო სკოლით და შესაძლოა გარკვეული პროფესიული მომზადებით, ის ხშირად ოჯახის მარჩენალია, მუშაობს სახლის გარეთ და ეს ითვლება შესანიშნავად. ეს ყველაფერი ათავისუფლებს მეცნიერ ქმარს სწავლისგან ან ბავშვის სწავლის გადასახადებისგან. ჰასიდი ქალის ეკონომიკური როლი მოიცავს ვაჭრობით საქმიანობებს, გოგონების რელიგიურ სკოლაში სწავლებას, სამდივნო და კომპიუტერულ სამუშაოებს და მუშაობას კონკრეტული ებრაული მიზნით, მაგალითად მაჭანკლკობა ან კვების ორგანიზება (მაგალითად ქორწილებში და სხვა დღესასწაულებზე). თემების გარეთ ქალები არ არიან ისეთივე ამოცნობადი როგორც მამაკაცები, მათი კაბა არის მოკრძალებული, ისინი ატარებენ აგრეთვე პარიკს ან მანდილს. ზოგიერთი ჰასიდი ქალის პარიკები გამოიყურება ბევრად უფრო გლამურულად ვიდრე მათი ასიმილაცია ებრაელ კოლეგებთან. (აქედან გამომდინარე ყველა ულტრამართლმადიდებელი ქალი ატარებს მანდილს რათა თავიდან აიცილოს პარიკის გაკეთება). ჰასიდები აგრეთვე საბაჟო მოკრძალებით კრძალავენ შერეულ სოციალურ საღამოებს, შერეულ ცურვას საზაფხულო დასვენებებზე, ერთად სწავლებას ან ქალთა წარმოდგენას კაცის წინაშე. ასეთი მუდმივი სქესის სეგრეგაციის დროს ლუბავიტჩერთა მოძრაობის ქალებმა გამოაქვეყნეს ჩამოყალიბებული განმარტებები მათი როლის შესახებ ცალკეულ ქალთა სფეროებში. ყველა ჰასიდური თემა დახურულია გარეშე პირებისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ თუნდაც სხვა ებრაელიც კი ვერ შეუერთდება კონკრეტულ სექტას თუკი ის არ იყო დაბადებული მისი წარმოქმნიდან. 1990-იან წლებში სატმარული მიმდინარეობის ჰასიდურ თემებს  სასამართლომ მოუწოდა მეტი რელიგიური  ავტონომიისკენ. ერთ–ერთმა სექტამ მოიპოვა უზარმაზარი ძალა. ქალები იყვნენ გავლენიანები როგორც განათლებული მრავალენოვანი ურთიერთობის აქტივისტები, ორატორები და მწერლები. 1902-1994 წლებში ლუბავიტჩერ ქალებს ამერიკაში აქვთ განსაკუთრებული მიღწევები განათლებაში და მუშაობის შესაძლებლობებში. როგორც აქტივისტები ისინი წარმოადგენენ ჰასიდი ქალების სახეს დანარჩენი ებრაელებისთვის. კამპანიის ვალდებულობაა რომ პოპულარიზაცია გაუწიოს კანონებს, რომელიც დაკისრებული აქვს ებრაელ ქალს. ლუბავიტჩერმა რებემ მოუტანა რადიკალური ცვლილება მოძრაობას რომელიც ყოველთვის იყო სიმბოლო მამრობითი აქტივისტების. რებემ და მისმა თანამშრომლებმა დაამტკიცეს გოგონათა სკოლის სისტემა. ეს დაწესებულებები გაიზარდა რათა უზრუნველყოს ქალთა განათლება რომელთაც სწყურიათ ინტელექტუალური და რელიგიური გამოწვევა. ჰასიდი ქალის როლის სხვადასხვა წიგნები და რწმენის სისტემა დაუპირისპირდა ფენიმისტურ მოწოდებას.  ეს ტექსტები მოიცავს თანამედროვე ებრაელი ქალს და ებრაულ ქალურობას. ორივე ლუბავიტჩერი ქალების ორგანიზაციის მიერაა მომზადებული. როგორც გასვლითი მისიონერები, ლუბავიტჩერი ქალი ისევე როგორც მამაკაცი მოგზაურობს შორეულ ადგილებში ან მშფოთვარე კოლეჯების კამპუსებში, ადგილი სადაც ცხოვრობენ ებრაელები ცნობილი როგორც ჩაბადის (Chabad) სახლი, ცოცხალი ფორუმი და ებრაული სწავლება. ამ აგრესიულმა ურთიერთობამ მიიპყრო ბევრი ახალგაზრდა და ზრდასრული ებრაელი რათა გამხდარიყვნენ ლუბავიტჩერთა მიმდევარი. Knit Lubavitcher საზოგადოება ფლობს მნიშვნელოვან მიმართვას იძულებით გადაადგილებულ ქალთა პოსტმოდერნისტულ საზოგადოებას  და რამდენიმე წიგნს ამ მიმართვაში შესწავლილს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Buber, Martin, Tales of the Hasidim: The Early Masters (1948) New York NY, Schocken Books ISBN 0-8052-0995-6
  2. Schacter-Shalomi, Zalman, Wrapped in a Holy Flame (2003) San Francisco CA, Jossey-Bass, ISBN 0-7879-6573-1