შინაარსზე გადასვლა

ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი (მრავალმნიშვნელოვანი).
რეგიონი
ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი
ინგლ. Western North Region
ქვეყანა განის დროშა განა
ადმ. ცენტრი Wiawso
შიდა დაყოფა Bia East District, Bia West District, Bodi District, Juaboso District, Suaman District, Sefwi-Wiawso Municipal Assembly, Sefwi Akontombra District, Aowin Municipal Assembly და Bibiani-Anhwiaso-Bekwai Constituency
კოორდინატები 6°18′00″ ჩ. გ. 2°48′00″ დ. გ. / 6.30000° ჩ. გ. 2.80000° დ. გ. / 6.30000; -2.80000
ფართობი 10 079 კმ²
მოსახლეობა 880 921[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 87,40 კაცი/კმ²

ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი (ინგლ. Western North Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ვიავსო.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ბონოს, აჰაფოს და აშანტის რეგიონებს, სამხრეთიდან ცენტრალურ და დასავლეთის რეგიონებს, დასავლეთით კოტ-დ’ივუარს.

1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის სანაპირო რეგიონი 1958 წელს გაიყო აღმოსავლეთ და დასავლეთის რეგიონებად. 1959 წელს დასავლეთის რეგიონის შემადგენლობიდან გამოიყო ცენტრალური რეგიონი.

ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა რეფერენდუმი, რის შედეგადაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი დაიყო ბონოს, აღმოსავლეთ ბონოს და აჰაფოს რეგიონებად, ჩრდილოეთის რეგიონს გამოეყო ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონსოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონს — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[2]

  1. Citypopulation Ghana 2021
  2. Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21