შინაარსზე გადასვლა

ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონი
ინგლ. North East Region
ქვეყანა განის დროშა განა
ადმ. ცენტრი Nalerigu
შიდა დაყოფა Yunyoo-Nasuan District, East Mamprusi Municipal District, Chereponi District, Mamprugo Moaduri District, Bunkpurugu-Nakpanduri District და West Mamprusi Municipal District
კოორდინატები 10°58′00″ ჩ. გ. 0°00′00″ ა. გ. / 10.96667° ჩ. გ. 0.00000° ა. გ. / 10.96667; 0.00000
ფართობი 9070 კმ²
მოსახლეობა 658 946[1] კაცი (2021)
სიმჭიდროვე 72,65 კაცი/კმ²

ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონი (ინგლ. North East Region) — განის 16 რეგიონიდან ერთ-ერთი, პირველი დონის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ნალერიგუ.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ზემო აღმოსავლეთის რეგიონს, სამხრეთიდან ჩრდილოეთისა და სავანის რეგიონებს, დასავლეთიდან ზემო დასავლეთის რეგიონს, აღმოსავლეთიდან ტოგოს.

1957 წლის 6 მარტს დიდი ბრიტანეთისგან განის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ყოფილი ბრიტანული კოლონია ოქროს ნაპირის ჩრდილოეთი ტერიტორიები გახდა ჩრდილოეთი რეგიონი. 1959 წელს ჩრდილოეთის რეგიონის შემადგენლობიდან გამოიყო ზემო რეგიონი. იმავე წელს ზემო და ჩრდილოეთის რეგიონების შემადგენლობაში შევიდა ყოფილი კოლონია ბრიტანული ტოგოლენდის ჩრდილოეთი რაიონები.

ჩრდილო-აღმოსავლეთის რეგიონის ადმინისტრაციული რუკა

2018 წლის 27 დეკემბერს გაიმართა რეფერენდუმი, რის შედეგადაც ბრონგ-აჰაფოს რეგიონი დაიყო ბონოს, აღმოსავლეთ ბონოს და აჰაფოს რეგიონებად, ჩრდილოეთის რეგიონს გამოეყო ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სავანის რეგიონები, ვოლტის რეგიონსოტის რეგიონი, დასავლეთის რეგიონს — ჩრდილო-დასავლეთის რეგიონი. ახალი რეგიონების შექმნა გახდა 2016 წლის 7 დეკემბრის განის საყოველთაო არჩევნებამდე ახალი პატრიოტული პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების აღსრულება, რომელზეც პარტიამ გამარჯვება მოიპოვა. ამ არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიის ლიდერი ნანა აკუფო-ადო გახდა პრეზიდენტი. ახალმა პრეზიდენტმა შექმნა რეგიონების რეორგანიზაციისა და განვითარების სამინისტრო. ახალი რეგიონები შეიქმნა 2019 წლის 13 თებერვალს.[2]

  1. Citypopulation Ghana 2021
  2. Akufo-Addo presents Constitutional Instrument to delegations from Ahafo & Bono East Region. GhanaWeb (2019-02-14). ციტირების თარიღი: 2019-10-21