ჩრდილოვანი კაბინეტი
იერსახე
ჩრდილოვანი კაბინეტი — ოპოზიციური პარტიის მიერ გამოცხადებული მთავრობის კაბინეტი, რომლის წევრები დაიკავებენ აღნიშნულ თანამდებობებს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. ჩრდილოვანი კაბინეტის ქონა ხელს უწყობს ამომრჩეველს, შეექმნას ნათელი სურათი, თუ ვინ დაიკავებს მინისტრების და სხვა საპასუხისმგებლო პოსტებს ამა თუ იმ პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. ეს მეთოდი განსაკუთრებით წარმატებით გამოიყენება დიდ ბრიტანეთში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.