ჩრდილოვანი ეკონომიკა
იერსახე
ჩრდილოვანი ეკონომიკა — ეკონომიკის ის ნაწილი, რომელიც მოქმედებს კანონის დარღვევით, ვერ აღირიცხება სახელმწიფო მართვის ორგანოების მიერ და არ გადაიხდება სახელმწიფო გადასახადები. ჩრდილოვან ეკონომიკას უდიდესი დანაკარგები მოაქვს ქვეყნისათვის, რაც, პირველ რიგში, აისახება შემოსავლების მეტად უთანაბრო განაწილებაში. მისი არსებობა ასევე იწვევს ეკონომიკური არაეფექტურობის ზრდას, სახელმწიფო შემოსავლების შემცირებას გადასახადებისაგან თავის არიდების გამო და სახელმწიფო უწყებებში კორუფციის სტიმულირებას.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზურაბიშვილი, დ., გობრონიძე გ., სამოქალაქო განათლების ლექსიკონი, საიას იურიდ. განათლ. ხელშეწყობის ფონდი, თბ., 2011. ISBN 978-9941-0-3354-4.