ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრძალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრძალი

ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრძალი (რუს. Северо-Осетинский заповедник) — განსაკუთრებულად დაცული ნაკრძალი რუსეთში, კავკასიონის მთიანეთის ჩრდილოეთ ფერდობებზე, რომელიც 650-დან 4249 მეტრამდე სიმაღლის ქედებს მოიცავს. ნაკრძალის ტერიტორიაზე 76 მყინვარი მდებარეობს, რომელთა ფართობი 37 კმ²-ია. ნაკრძალი მდინარე არდონის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ოსეთში, ალაგირსკის რაიონშია მოქცეული. ნაკრძალი ოფიციალურად 1967 წელს შეიქმნა და 29 000 ჰექტარი ფართობი უკავია.[1][2]

ტოპოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩანჩქერი ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრძალში

ჩრდილოეთი ოსეთის ნაკრძალი მოიცავს მთიან ციცაბო ფერდობებსა და ღრმა წყლების ველებს. მდინარე არდონის აუზს ხუთი პარალელური ქედი აქვს. ნაკრძალი ჩრდილოეთით ქალაქ ალაგირამდე ვრცელდება, აღმოსავლეთით მდინარის ველების ჩრდილოეთ ფერდობებს მოიცავს, სამხრეთით კავკასიონის მთიანეთის მთავარი ქედებია, ხოლო დასავლეთით ალანიის ეროვნული პარკი. ნაკრძალში 100-ზე მეტი მდინარეა. უმაღლესი მწვერვალია მთა უილპატა (4646 მ.)ნაკრძალში ოთხი სექტორია: Arhonskim (8685 ჰექტარი) — მყინვარებისა და ცირკების არეალი, რომელიც თოვლითა და ზვავებით ივსება. დღეისთვის მყინვართა უმრავლესობა ზომაში მცირდება. სექტორი Buronsky 6820 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. Tseyskoe (9152 ჰექტარი) - სექტორში მდებარეობს ნაკრძალის უდიდესი მყინვარი. შემორჩენილია არყის ტყის ნაშთები. სექტორი Fiagdonskaya (4873 ჰექტარი) მდინარე არდონის ყველაზე დიდი შენაკადის ტერიტორიას მოიცავს.[2]

კლიმატი და ეკორეგიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩრდილოეთ ოსეთის ნაკრძალი კავკასიის შერეული ტყეების ეკორეგიონში მდებარეობს. თავის მხრივ, ეკორეგიონი კავკასიონის მთიანეთს, შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის მდებარეობს. აქ გვხვდება სახეობათა ედემიზმისა და მრავალფეროვნების მსოფლიოში ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელი: ტრაქეოფიტების 23% და ხერხემლიანთა 10%.[3]

ნაკრძალში ნოტიო კონტინენტური კლიმატია, გრილი ზაფხულით (კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია). ნაკრძალის კლიმატი გრძელი ცივი ზამთა და მოკლე, გრილი ზაფხულია დამახასიათებელი.[4] საშუალო ტემპერატურა თებერვალში (ყველაზე ცივი თვე) —8.8 °C-ია, ხოლო ივლისში 12.1 °C. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 800 მმ-ია.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფელ ფიაგდონის ლანდშაფტი

ნაკრძალის 70%-ზე მეტი კლდეებსა და მყინვარებს უკავია, ხოლო 30% ალპურ მდელოებსა და ტყეებს. ნაკრძალის ჩრდილოეთ ფერდობებზე ჩვეულებრივ წიფელი და რცხილა ხარობს, სამხრეთ ფერდობებზე მუხისა და თხილის კორომებია. ნაკრძალში ტრაქეოფიტების 1383 სახეობაა აღწერილი, რომელთაგანც 200 კავკასიის ენდემური სახეობაა.[5]

ნაკრძალის ტერიტორიაზე ბიომრავალფეროვნების რამდენიმე ეკოზონაა. ნაკრძალის ტერიტორიაზე ბინადრობს ბიზონების მცირე ჯოგი. მეცნიერებს 58 სახეობის ძუძუმწოვარი და 208 სახეობსი ფრინველი ჰყავთ შესწავლილი..[1][5]

ეკოგანათლება და წვდომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც ერზის ნაკრძალი მკაცრადაა დაცული, საზოგადოებისთვის უმეტესწილად დაკეტილია. მისი მონახულება მხოლოდ მეცნიერებისთვის და „გარემოსდაცვითი განათლების მიღების“ მიზნით მიწვეული სტუმრებისთვისაა შესაძლებელი. ნაკრძალში რამდენიმე „ეკოტურისტული მარშრუტია“ მოწყობილი, რომლებიც საზოგადოებისთვის ხელმწისაწვდომია. ბილეთების შეძენა შესასვლებებშია შესაძლებელი. მნახველებმა ბილიკებს არ უნდა გადაუხვიონ და ნაკრძალის ტერიტორია იმავე დღეს უნდა დატოვონ. მთავარი ოფისი ქალაქ ალაგირში მდებარეობს.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Kabardino-Balkarski Zapovednik (Official Site) ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 11, 2016. ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  2. 2.0 2.1 Kabardino-Balkarski Zapovednik ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: January 21, 2016.
  3. Caucasus mixed forests. Encyclopedia of Earth. ციტირების თარიღი: January 24, 2016.
  4. Climate of North Ossetia. GloalSpecies.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 3, 2016. ციტირების თარიღი: March 10, 2016.
  5. 5.0 5.1 North Ossetia Zapovednik - Flora and Fauna ru. Ministry of Natural Resources and Environment (Russia). ციტირების თარიღი: March 11, 2016.