ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჯუჩეს კოშკი- სახელმწიფოს ფილოსოფიის სიმბოლო, ჯუჩე .

ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკა (ოფიციალურად, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა ) — პოლიტიკა, რომელიც ხორციელდება ჩრდილოეთ კორეის სახელწიფოს ოფიციალური ფილოსოფიის, ჯუჩეს ფარგლებში. ჯუჩეს თეორია არის რწმენა, რომ მხოლოდ თვითდაჯერებულობისა და ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეშვეობით მიიღწევა ჭეშმარიტი სოციალიზმი. [1] [2]

ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური სისტემა აგებულია ცენტრალიზაციის პრინციპზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუცია ოფიციალურად უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების დაცვას, პრაქტიკაში მკაცრი შეზღუდვები არსებობს გამოხატვის თავისუფლების მხრივ, ხოლო მთავრობა ყურადღებით აკონტროლებს ჩრდილოეთ კორეის მოქალაქეების ცხოვრებას. კონსტიტუცია განსაზღვრავს ჩრდილოეთ კორეას, როგორც „ხალხის დემოკრატიის დიქტატურა“ კორეის შრომის პარტიის (WPK) ხელმძღვანელობით, რომელსაც ენიჭება იურიდიული უპირატესობა სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით.

კორეის შრომის პარტია არის ჩრდილოეთ კორეის მმართველი პარტია. ის ხელისუფლებაშია შექმნის დღიდან, 1948 წლიდან. ასევე არსებობს ორი მცირე პოლიტიკური პარტია, მაგრამ ისინი იურიდიულად ვალდებულნი არიან მიიღონ კორეის შრომის პარტიის მმართველი როლი. [3]  ისინი კორეის შრომის პარტიასთან ერთად ქმნიან სახალხო ფრონტს, რომელიც ცნობილია როგორც „დემოკრატიული ფრონტი სამშობლოს გაერთიანებისათვის“ (DFRF). არჩევნები ხდება მხოლოდ ერთ კანდიდატიან რბოლაში, სადაც გამარვებული კანდიდატი ეფექტურად აირჩევა კორეის შრომის პარტიის მიერ. [4]

პარტიების გარდა, 100-ზე მეტი მასობრივი ორგანიზაციაა, რომელსაც კორეის შრომის პარტია აკონტროლებს. [5] [6] ისინი ვინც არ არიან კორეის შრომის პარტიის წევრები, ვალდებულნი არიან შეუერთდნენ ამ ორგანიზაციებს. [7] მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია ახალგაზრდული ლიგა, კორეის სოციალისტ ქალთა კავშირი, კორეის პროფკავშირების გენერალური ფედერაცია და კორეის სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირი. ეს ოთხი ორგანიზაცია ასევე არის „დემოკრატიული ფრონტი სამშობლოს გაერთიანებისათვის“ წევრი. [8]

კიმ ირ სენი ქვეყანას მართავდა 1948 წლიდან მის გარდაცვალებამდე, 1994 წლის ივლისამდე. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი პოზიცია დაიკავა ვაჟმა, კიმ ჩენ ირმა. მიუხედავად იმისა, რომ უმცროსი კიმი იყო მამის დანიშნული მემკვიდრე გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან, მას ძალაუფლების განსამტკიცებლად სამი წელი დასჭირდა. მას 1997 წელს მიენიჭა მამის მიერ ბოძებული გენერალური მდივნის წოდება, ხოლო 1998 წელს გახდა ეროვნული თავდაცვის კომისიის (NDC) თავმჯდომარე, რომელმაც მას შეიარაღებული ძალების მეთაურობა გადასცა. ამავე დროს, საპრეზიდენტო პოსტი განისაზღვრა კონსტიტუციით და კიმ ირ სენი დაინიშნა „რესპუბლიკის მარადიულ პრეზიდენტად“. ანალიტიკოსების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ეს ტიტული პიროვნების კულტის პროდუქტია, რომელსაც ის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში აყალიბებდა.

გარე დამკვირვებლები ზოგადად მიიჩნევენ ჩრდილოეთ კორეას, როგორც სტალინისტურ დიქტატურას [9] განსაკუთრებით აღნიშნავენ კიმ ირ სენისა და მისი ოჯახის გარშემო პიროვნების დახვეწილ კულტს. კორეის შრომის პარტია (WPK), მმართველი ოჯახის წევრის მეთაურობით, ხელისუფლებას ფლობს სახელმწიფოში და ხელმძღვანელობს სამშობლოს გაერთიანების დემოკრატიულ ფრონტს, რომლის წევრებიც უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ოფიცერი. [10] მთავრობამ ოფიციალურად ჩაანაცვლა მარქსიზმ – ლენინიზმის ყველა მითითება თავის კონსტიტუციაში ადგილობრივად შემუშავებული ჯუჩეს კონცეფციით, ანუ თვითდაჯერებით. ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება'ექცეოდა „სამხედრო პირველობის" ფილოსოფიას. კომუნიზმის შესახებ ყველა ცნობარი ამოღებულია ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციიდან 2009 წლიდან.

დღეისათვის პრიორიტეტულია სამხედრო სტატუსი და როგორც ჩანს, იგი იკავებს ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური სისტემის ცენტრს. ყველა სოციალური სექტორი იძულებულია დაიცვას სამხედრო სული და გაიზიაროს სამხედრო მეთოდები. დიდი ყურადღებას ეთმობა სამხედრო თემატიკასთან დაკავშირებულ მოვლენებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Becker, Jasper (2005), Rogue Regime: Kim Jong Il and the Looming Threat of North Korea, New York City: Oxford University Press, ISBN 978-0-19-517044-3, https://archive.org/details/rogueregimekimjo00beck
  2. B. R. Myers: The Cleanest Race: How North Koreans See Themselves and Why It Matters. pp. 45–46. Paperback edition. (2011)
  3. s:Constitution of North Korea
  4. Freedom in the World, 2006. Freedom House. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2007. ციტირების თარიღი: 13 February 2007.
  5. Scalapino, Robert A. (1983) North Korea Today: Strategic and Domestic Issues. Institute of East Asian Studies, University of California, Berkeley, Center for Korean Studies, გვ. 84. ISBN 978-0-912966-55-7. 
  6. Kagan, Richard (1988) Human rights in the Democratic People's Republic of Korea (North Korea). Minnesota Lawyers International Human Rights Committee, გვ. 166. ISBN 978-0-929692-23-4. 
  7. (2015) Understanding North Korea 2014. Institute for Unification Education, გვ. 367.  დაარქივებული 2017-01-01 საიტზე Wayback Machine.
  8. Lansford, Tom (2015) Political Handbook of the World 2015. CQ Press, გვ. 3330. ISBN 978-1-4833-7155-9. 
  9. Walsh, Lynn. The Korean crisis. socialistworld.net, website of the committee for a worker’s international. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-03. ციტირების თარიღი: 2020-11-17.
  10. The Parliamentary System of the Democratic People's Republic of Korea. Association of Secretaries General of Parliaments (ASGP) of the Inter-Parliamentary Union. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-03. ციტირების თარიღი: 2020-11-17.