ჩრდილოეთ კორეის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩრდილოეთ კორეის მთები
კოორდინატები: 41°00′00″ ჩ. გ. 127°00′00″ ა. გ. / 41.00000° ჩ. გ. 127.00000° ა. გ. / 41.00000; 127.00000
ქვეყანა ჩრდილოეთ კორეის დროშა ჩრდილოეთი კორეა
უმაღლესი წერტილი კვანმობონი
სიმაღლე 2541 
სიგრძე 600 კმ
სიგანე 200 კმ
ლანდშაფტი ფართოფოთლოვანი, წიწვოვანი და შერეული ტყე
ამგებელი ქანები გრანიტები
გნაისები
კვარციტები
ჩრდილოეთ კორეის მთები — ჩრდილოეთი კორეა
ჩრდილოეთ კორეის მთები

ჩრდილოეთ კორეის მთები — მთათა სისტემა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, მანჯურია-კორეის მთების აღმოსავლეთი ნაწილი. სიგრძე დაახლოებით 600 კმ, სიგანე 200 კმ-მდე, სიმაღლე 1300-1500 , მაქსიმალური — 2541 მ (მთა კვანმობონი). ჩრდილოეთით ესაზღვრება იალუძიანის (ამნოკანი) და ტუმინძიანის (ტუმანგანი) ხეობები, სამხრეთით გადადის აღმოსავლეთ კორეის მთებში. ჭარბობს საშუალო სიმაღლისა და დაბალი ქედები, რომლებიც უმთავრესად აგებულია გრანიტებით, გნაისებითა და კვარციტებით. კალთები დანაწევრებულია ხეობებით. ჩრდილოეთ კორეის მთებში არის რკინისა და პოლიმეტალების საბადოები. 1500 მ სიმაღლემდე კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, უფრო ზევით შერეული და წიწვოვანი ტყეებია, 2000 მ-ზე მაღლა ჭარბობს ქონდარა ფიჭვი და ბალახეული მცენარეულობა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]