ჩრდილოეთი პროვინცია (ახალი კალედონია)
| ახალი კალედონია | |||
|---|---|---|---|
|
ჩრდილოეთი პროვინცია ფრანგ. Province Nord | |||
| |||
| ქვეყანა |
| ||
| ადმ. ცენტრი | კონე | ||
| შიდა დაყოფა | ბელეპის კუნძულები, Canala, Hienghène, Houaïlou, Kaala-Gomen, კონე, Kouaoua, Koumac, Ouégoa, Poindimié, Ponerihouen, Pouébo, Pouembout, Poum, Poya, Touho და Voh | ||
| კოორდინატები | 21°00′00″ ს. გ. 165°00′00″ ა. გ. / 21.00000° ს. გ. 165.00000° ა. გ. | ||
| მმართველი | Paul Néaoutyine | ||
| ფართობი | 9582,6 კმ² | ||
| მოსახლეობა | 49 910 კაცი (2019) | ||
| სიმჭიდროვე | 5,2 კაცი/კმ² | ||
| ეროვნული შემადგენლობა | კანაკები - 72,16 %, მეტისები - 9,9 %, ევროპელები - 9,75 % | ||
| სასაათო სარტყელი | UTC+11:00 | ||
| ოფიციალური საიტი | province-nord.nc | ||
|
| |||
ჩრდილოეთი პროვინცია (ფრანგ. Province Nord) — საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორია ახალი კალედონიის სამიდან ერთი ადმინისტრაციული პროვინცია. ის მოიცავს ახალი კალედონიის მთავარ კუნძულ გრანდ-ტერის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებს. პროვინციის მთავრობის რეზიდენცია მდებარეობს დასახლებულ პუნქტ კონეში. პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა 2019 წლის აღწერის მიხედვით შეადგენდა 49 910 ადამიანს, რომლებიც ცხოვრობენ 9582,6 კმ² მიწის ფართობზე. პროვინციის მკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვან რაოდენობას შეადგენენ მელანეზიელები - 73,8 %, რომლებიც საუბრობენ კანაკელი ხალხის სხვადასხვა ენებზე, ასევე ცხოვრობს ევროპელების და მეტისების გარკვეული რაოდენობა.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთი პროვინცია მოიცავს ახალი კალედონიის მთავარ კუნძულ გრანდ-ტერის ტერიტორიის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილებს ბელეპის კუნძულებთან ერთად. მისი მაქსიმალური სიმაღლე იმყოფება მთა პანეზე და შეადგენს ზღვის დონიდან 1628 მეტრს, რომელიც ასევე ახალი კალედონიის ყველაზე უფრო მაქსიმალური წერტილია.
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მიუხედავათ იმისა, რომ ჩრდილოეთ პროვინციაში მოსახლეობის რაოდენობა უფრო მეტია ვიდრე ლუაიოტეს პროვინციაში იქ მოსახლეობის სიმჭიდროვე ყველაზე დაბალია ახალი კალედონიის დანარჩენ ორ პროვინციასთან შედარებით. 2019 წლის აღწერის მიხედვით პროვინციაში ცხოვრობდა 49 910 ადამიანი, რაც მთელი ახალი კალედონიის მოსახლეობის 18,39 %-ია, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 5,21 ად./კმ-ზე და ეს დაბალი მაჩვენებელი დროთა განმავლობაში იზრდება. 1996 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით იყო ახალი კალედონიის მოსახლეობის 21,04 % (41 413 ათასი მაცხოვრებელი), 2004 წლის აღწერით 19,27 % (44 474 ათ.), 2009 წლის აღწერით 18,38 % (45 137 ათ.), ხოლო 2014 წლის აღწერით 18,78 % (50 487 ათ.). 23 წლის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობა გაიზარდა 20 %-ით, ანუ საშუალოდ წლიურად 0,81 %. 2009-2019 წლებში პროცენტული მაჩვენებლები დიდად არ განსხვავდებოდა, რაც სავარაუდოდ მთავრობის მიერ გატარებული რებალანსირების პოლიტიკის მიზეზი უნდა იყოს.[1]
კანაკები პროვინციაში წარმოადგენენ დიდ დემოგრაფიულ უმრავლესობას და 2019 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით შეადგენდნენ მთელი პროვინციის მოსახლეობის სამ მეოთხედს (73,8 %). ევროპელების შთამომავლები შეადგენდნენ 12,7 %-ს (რომელთაც ემატება მეტისები - 5,7 % და 4 % სხვები, რომელთა დიდი ნაწილი საკუთარ თავს უწოდებენ "კალდოშებს"), რომლებიც ძირითადად თავმოყრილები არიან დასავლეთ სანაპიროს კუმაკის და პუემბუს კომუნებში და შეადგენენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს (მოსახლეობის 20-25 %), ასევე დასავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ დაბოლოვების კონეს, ვოს, კაალა-გომენის, პუმის და უეგოას კომუნებში. აღმოსავლეთ სანაპიროზე ევროპელების შთამომავალთა ყველაზე მაღალი კონცენტრაცია შეიმჩნევა პუანდიმიეს, უეგოას და ტუოს კომუნებში. სხვა ეთნოსები, როგორებიცაა უოლისელები და ფუტუნელები პროვინციაში პრაქტიკულად არ ცხოვრობენ.[2]
ჩრდილოეთი პროვინციის მოსახლეობა უფრო ახალგაზრდაა ვიდრე სამხრეთი პროვინციის და იმყოფება იგივე დონეზე, რაც ლუაიოტეს პროვინციაში, ან წყნარი ოკეანის სხვა არქიპელაგებზე და მისი საშუალო ასაკია 28 წელი (27,5 წელი ლუაიოტეს პროვინციაში, 31 წელი სამხრეთ პროვინციაში, 28 წელი საფრანგეთის პოლინეზიაში და 24 წელი უოლისი და ფუტუნაში).
| დემოგრაფიული ცხრილი[3] | ||||||
| წლები | 1956 | 1963 | 1969 | 1976 | 1983 | 1989 |
|---|---|---|---|---|---|---|
| მოსახლეობა | 24 176 | 25 781 | 27 181 | 32 021 | 31 310 | 34 526 |
| წლები | 1996 | 2004 | 2009 | 2014 | 2019 | 2024 |
| მოსახლეობა | 41 413 | 44 474 | 45 137 | 50 487 | 49 910 | - |
ადმინისტრაციული მოწყობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჩრდილოეთი პროვინცია დაყოფილია 17 კომუნად:
| № | კომუნა (ქართ.) |
კომუნა (ფრანგ.) |
ფართობი, კმ² |
მოსახლეობა, ად. (2019) |
სიმჭიდროვე, ად./კმ² |
|---|---|---|---|---|---|
| ჩრდილოეთი პროვინცია | |||||
| 14 | პუაა (სამხრეთი ნაწილი) | Poya | 568,6 | 2592 | 4,6 |
| 15 | პუემბუ | Pouembout | 674,3 | 2752 | 4,1 |
| 16 | კონე | Koné | 373,6 | 8144 | 21,8 |
| 17 | ვო | Voh | 804,9 | 2856 | 3,5 |
| 18 | კაალა-გომენი | Kaala-Gomen | 718,2 | 1803 | 2,5 |
| 19 | კუმაკი | Koumac | 550,0 | 3981 | 7,2 |
| 20 | პუმი | Poum | 469,4 | 1435 | 3,1 |
| 21 | ბელეპი | Bélep | 69,5 | 867 | 12,5 |
| 22 | უეგოა | Ouégoa | 656,8 | 2118 | 3,2 |
| 23 | პუებო | Pouébo | 202,8 | 2144 | 10,6 |
| 24 | იენჟენი | Hienghène | 1068,8 | 2454 | 2,3 |
| 25 | ტუო | Touho | 283,0 | 2380 | 8,4 |
| 26 | პუანდიმიე | Poindimié | 673,1 | 5006 | 7,4 |
| 27 | პონერიუენი | Ponérihouen | 707,3 | 2420 | 3,4 |
| 28 | უაილუ | Houaïlou | 940,6 | 3955 | 4,2 |
| 29 | კუაუა | Kouaoua | 383,0 | 1304 | 3,4 |
| 30 | კანალა | Canala | 438,7 | 3701 | 8,4 |
| სულ | 9582,6 | 49 910 | 5,2 | ||
პროვინციული კონგრესი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2019 წლის 12 მაისს ჩატარებული არჩევნების შემდეგ პროვინციალურ კონგრესში არსებულ 22 ადგილიდან 10 უკავია დამოუკიდებლობის მომხრე დამოუკიდებლობის ეროვნულ კავშირს, 9 ადგილი უკავია ასევე დამოუკიდებლობის მომხრე კოალიციას, რომელშიც შედიან კალედონიური კავშირი და კანაკთა ეროვნული განთავისუფლების სოციალისტური ფრონტი, ხოლო 3 ადგილი უკავია დამოუკიდებლობის მოწინააღმდეგე დარწმუნებულ მომავალს (ფრანგ. L'Avenir en confiance, AEC).
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- www.province-nord.nc Site officiel დაარქივებული 2007-12-01 საიტზე Wayback Machine.
- Site de Koniambo Nickel[მკვდარი ბმული]
- Tribus de la province Nord, site de l'ISEE
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ISEE, «Situation démographique 2008», www.isee.nc
- ↑ Institut de la statistique et des études économiques (Nouvelle-Calédonie), Recensement de la population 2009/ Provinces et Communes.
- ↑ Évolution de la population entre 2004 et 2014, la population aux différents recensements, les populations légales 2014, Institut de la statistique et des études économiques de Nouvelle-Calédonie.